AS-მა "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა:
მამარდაშვილი ისევ იღიმის
"მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა გამოეძახათ, მაგრამ იქ უფრო სათადარიგოობა მოუწევდა და 21-წლამდელებში უხმეს, სადაც ორი თვის უთამაშებელს ასპარეზობის საშუალება მიეცა.
ლა ლიგის სტარტზე სულ რაღაც 6 მატჩში გიორგი მთელი ესპანეთისთვის ცნობილი გახდა და აჩვენა, რომ დონით პრიმერას გოლკიპერია და არა მეორე გუნდისა, სადაც თავიდან გამწესებას უპირებდნენ. თუმცა შემდეგ სილესენის დუბლიორი შეიქნა და დაინახა, რომ მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია; ახლა კი ისევ გაიღიმა.
მამარდაშვილმა თავისი ქვეყნის ახალგაზრდული
ნაკრების შემადგენლობაში ინგლისელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ქართველებმა 3:2 იმარჯვეს. მან 90 წუთი ითამაშა და გამარჯვება მაღალ დონეზე აღნიშნეს, რამეთუ მათთვის ინგლისელთა ძლევა მიზანი იყო და ეს სპარინგზე მეტი გახლდათ.
გიორგის მომავალი უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. "ვალენსიას" კონტრაქტის 1-ელ იანვრამდე 250 ათას ევროდ გამოსყიდვა შეუძლია. რამდენიმე კვირის წინ ფეხბურთელის აგენტები კლუბში იყვნენ და მათ უთხრეს, რომ ტრანსფერის განხორციელებას იჩქარებენ. მას შემდეგ არაფერი ისმის და საკითხის ოფიციალურად მოსაგვარებლად მხოლოდ ყურმილის აღება და თბილისის "დინამოში" დარეკვაღა რჩება".