მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი და შენგელიას საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა ლევან შენგელიას "ლეუვენი".

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ "სერენის" მწვრთნელი ჟორდი კონდომი ტრავმამორჩენილი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის თამაშს არ გარისკავდა, ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა.

გიორგიმ მე-20 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, 71-ე წუთზე კი მაზიზმა ჩვენებურის პასის შემდეგ დალაშქრა მეტოქის კარი. შეცვლაზე 56-ე წუთზე შესულმა მასპინძელთა შემტევმა ლევან შენგელიამ 73-ე წუთზე მაერტენსს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო 86-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა კიოტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რის შემდეგაც
89-ე წუთზე მიქაუტაძე შეცვალეს.

მიქაუტაძემ კლუბში ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, სულ კი ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 6 გოლია და კიდევ 3 თასზე აქვს გატანილი.

"სერენი" 16 ქულით მე-15 ადგილზეა და 27 ნოემბერს "სენტ-ტრუიდენს" უმასპინძლებს, 17 ქულით მე-14 პოზიციაზე მყოფი "ლეუვენი" კი 26 ნოემბერს სტუმრად ლიდერ "უნიონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აკი ტრამვა ჰქონდა და ნაკრებში ვერ ითამაშა?
ზესტა
19:08 21-11-2021
1
საგოლეს წინა პასების, წინა, წინა და იმის წინა პასებიც დაგეთვალათ.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
10:15 21-11-2021
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული