ნიკა სიჭინავამ, რომელიც უკრაინულ "კოლოსში" გამოდის, "დესნას" კარი აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ქართველი შემტევი შეხვედრაში 56-ე წუთზე ჩაერთო, გოლი კი 67-ზე გაიტანა.
სიჭინავამ მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი პირველად დალაშქრა და 2 შედეგიანი პასიც აქვს. "კოლოსი" პრემიერლიგაში მეათეა და 24 ნოემბერს, მომდევნო ტურის შეხვედრაში, "მინაის" ესტუმრება.
Voetbalkrant: მიქაუტაძე საუკეთესო იყო
ქართველი ლეგიონერის გუნდმა მეტოქე გაანადგურა