Voetbalkrant: მიქაუტაძე საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ტრავმამორჩენილი გიორგი მიქაუტაძის "ლეუვენთან" მატჩში მონაწილეობა საეჭვო იყო, თუმცა ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და "სერენის" გამარჯვებაში (3:1) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ქართველი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა მარკ ბრაისმა Voetbalkrant-თან შეაქო: "ნამდვილი ბომბარდირია, გოლები ადვილად გააქვს. ახლო კუთხეში ადვილად გაიტანა, ეს კარგი გოლი იყო".

გამოცემა აღნიშნავს, რომ გიორგიმ ძლივს გამოინთავისუფლა სივრცე და კარგად დაარტყა ბურთი. მან კომენტარიც გააკეთა: "თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიცოდი მცველის განზრახვა - მარჯვენა ფეხით დაბლოკვას აპირებდა, მე კი ფეხებს შუა დავურტყი და მეკარე ამას არ ელოდა.

როგორ
რიტმში გავაგრძელებ თამაშს? რიტმში, რომელშიც გოლებს ვიტან, ასე არ არის? როგორც თავდამსხმელი, გოლების გასატანად ვთამაშობ. ისე ვცდილობ, თითქოს ყოველი შეხვედრა ჩემი გუნდისთვის გადამწყვეტი იყოს".

Voetbalkrant-ი ხაზს უსვამს, რომ შაბათს მიქაუტაძემ ეს გააკეთა და ამიტომ იყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში 9 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ნაკრებში გოლებით გაახარე ქართველი ხალხი !!!
გიორგი
00:14 23-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული