![](https://sportall.ge/pictures/image5/51c01b11612d7d1d69d89658552759be.jpg)
"მეტალისტ 1925"-ს ცუდი პერიოდი აქვს და სამწუხაროდ, ეს გუნდში საბა კვირკველიას ჩარიცხვას დაემთხვა. ხარკოველებმა ბოლოს 16 ოქტომბერს გაიმარჯვეს და ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 4 მარცხი დაუგროვდათ.
ქართველ მცველს ისევ სასტარტოში ველით, "მეტალისტი" კი "ვერესს" სტუმრობს. ორივე გუნდს თანაბარი, 19-19 ქულა აქვთ. მატჩი ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.
თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელი" ლარნაკას "აეკს" ესტუმრება, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.
ნიქოზიელებს წარმატებული სერია აქვთ და უკანასკნელად 3 ოქტომბერს, თემურ
![ქართველების დაპირისპირება და კვირკველია გამარჯვების მოლოდინში - ჩვენებურების ორშაბათი Sportall.Ge](/pictures/artimages/original/511693be2afd3f18ebec6850549dad86.jpg)
კრაკოვში კი ქართველების დაპირისპირება შედგება - ოთარ კაკაბაძის "კრაკოვია" ვაკო გვილიას "რაკუვს" უმასპინძლებს. სტუმრები ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებენ, კაკაბაძის გუნდს კი 14 ტურის შემდეგ, მხოლოდ 17 ქულა აქვს. გვილიასგან განსხვავებით, ოთარი ჩემპიონატში იშვიათად თამაშობს.
დაპირისპირება ჩვენი დროით 23:30 საათზე შედგება.
ქართველი ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]
მცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია
მცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია