სილესენი მატჩის საუკეთესო გახდა, თუმცა მის კონტრაქტზე მაინც მსჯელობენ

AutoSharing Option
"ვალენსიამ" "რეალ სოსიედადთან" ქულა (0:0) სილესენის დიდი დამსახურებით მოიპოვა. ამ ფაქტს ესპანური მედია აქტიურად ეხმაურება, თუმცა მსჯელობა მეკარის ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს:

AS:

"იასპერის 2 სეივი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო - ერთი 31-ე წუთზე, მეორე კი საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე - 95-ზე"

voetbalprimeur:

"სილესენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნიდერლანდელმა კიპერმა რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი შემოგვთავაზა, რითაც მეტოქეს გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა."

deportevalenciano:

"უნდა გაყიდოს თუ არა "ვალენსიამ" იასპერ სილესენი? მისი ხელფასი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, საუბარი გვაქვს 33 წლის მეკარეზე, რომლსაც ტრავმები
საკმაოდ ხშირად აწუხებს. კონტრაქტის მიხედვით, ნიდერლანდელი "ღამურებში" 2023 წლამდე უნდა დარჩეს."

მართალია, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტს კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა მეათეადგილოსან "ვალენსიას" საკუთარ კარში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი გოლი აქვს მიღებული - 20. "ღამურებზე" მეტი მხოლოდ უკანასკნელ საფეხურზე მყოფმა "ლევანტემა" (25) და "კადისმა" (23) გაუშვეს.

"ვალენსია" 27 ნოემბერს "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლებს.

altსილესენმა არ გაუშვა - "ვალენსიამ" სან-სებასტიანიდან ქულა წაიღო

altAS: მამარდაშვილის ტრანსფერის გასაჩარხად "დინამოში" დარეკვაღა დარჩა

alt"მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა" - ნიდერლანდური მედია სილესენზე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული