"სილესენს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი იმედგაცრუება გადახდა, თუმცა ნიდერლანდელი ბევრს იბრძოდა, რათა "ვალენსიასთვის" თავისი მნიშვნელობა დაემტკიცებინა.
იასპერისთვის საფეხბურთო ზაფხული დამღუპველი აღმოჩნდა. 32 წლის კიპერმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, კლუბში კი 21 წლის გიორგი მამარდაშვილის თამაშის ცქერა მოუწია. სილესენმა შანსი მაშინ მიიღო, როცა ქართველმა კონკურენტმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.
"აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი სექტემბრის ბოლოს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ხოსე ბორდალასის გუნდში დაბრუნდა და როგორც ჩანს, მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოიშორა. სილესენმა თავისი თვისებები კიდევ ერთხელ "ვილიარეალის" წინააღმდეგ აჩვენა
ნიდერლანდელ კიპერს "ნარინჯისფერებში" აღარ იწვევენ - ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუი ვან გაალიც მას უგულებელყოფს. იასპერს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება უახლოეს ტურში, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შეეძლება."