საბერძნეთის სუპერლიგის მე-10 ტურში ბაჩანა არაბულმა გოლი გაიტანა.
არაბულის "ლამია" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "პანათინაიკოსთან", ქართველმა თავდამსხმელმა 35-ე წუთზე თავურით ანგარიში გახსნა, 70-ე წუთზე კი შეცვალეს. თუმცა, ბაჩანას გოლი ფრისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, ვინაიდან მეორე ტაიმში ათენურმა გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაიტანა.
არაბულმა ამ სეზონში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო "ლამია" 14-გუნდიან ჩემპიონატში 9 ქულით მე-11 ადგილზეა და 27 ნოემბერს სტუმრად "აპოლონს" შეხვდება.