შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
ამას ჯობია საერთოდ არაფერი თქვა.
ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და ხვიჩა რა შუაშია საერთოდ. რა საჭიროა ასეთი დამცირებით საუბარი ფეხბურთელზე. შვედეთთან დუბლი რომ გაიტანა ერთი რამ მაინც ეთქვა დადებითი, ეგრევე მოგვახარა იცით ამდენი არ ღირსო :დ
სიმეონეს რომ იცნობს ის გაგვაგებინა თუ რა საჭირო იყო ეს კომენტარი?
სიმეონეს ეკითხება შემიხედე ერთი ამ ბიჭს რამდენად შემიფასებდიო? ფეხბურთია თუ სტამბულის მონათა ბაზარი :დ
Skeleton
21:53 23-11-2021
22
შოთაჯან შენ და შენმა თაობამ ხომ თავი მოიკალით საქართველოს გულისთვის მახსოვს თქვენი ქვეყნის სიყვარული ფეხებზე რომ გეკიდათ ნაკრები, თავი რომ მოგაქვს ყველაზე მეტი გამიტანიაო, მასე სან მარიონოსაც ყავს თავის საუკეთესო ბომბარდირი, შვედეთის დონის ნაკრებისთვის გოლი არ გაგიტანია ამ ბავშვმა კიდევ ორი გაუტანა, ასევე ესპანეთს გაუტანა, საბერძნეთს, მაკედონიას ასე რომ მოდი რა სიმეონეს და ოვერმარსთან ახლობლობით ნუ გვეტრიპაჩები.
ნიკო
01:22 24-11-2021
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული