შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

მკითხველის კომენტარები / 48 /
შოთა იმას კი არ ამბობს, რომ ხვიჩა არ არის კარგი ფეხბურთელი. უბრალოდ ინფორმაცია მოგვაწოდა. სულ უფასოდ რომ გაუშვას რუბინმა, გეწყინებათ? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რამდენად აფასებენ ხვიჩას?
ქ. გ.
24 ნოემბერი 2021 12:16
5
და ზუსტად, მაგ ინფორმაციით "ამტკიცებს", რომ კვარ,ა ვითომ არ არის კარგი ფეხბურთელი პირდაპირ ხომ ვერ იტყვის.
.
25 ნოემბერი 2021 23:58
2
მართლაც თუ გითხრა სიმეონემ ეგ, ლეგენდა კაცი ხარ ბოლოსდაბოლოს და არც გავაჟღერებდი ასე სახალხოდ თუ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა სიმეონე ქართული ფეხბურთისთვის რომ მაგის აზრი მნიშვნელოვანი იყოს?! სულ ქართულ ფეხბურთს უყურებს, განიხილავს, ჩაუჯდა ხვიჩას თამაშებსაც და ისე გითხრა ხო თავისი აზრი? რას ეტენებით ყველას, იქონიეთ საკუთარი მოსაზრება და ისწავლეთ ნიჭიერი ადამიანების დაფასება. ძლივს ვიღაც გამოანათებს ამ ჩაბნელებულ ქვეყანაში და ისიც უნდა გაიგდონ და აუცრუონ გული ყველაფერზე. კარგით რააა
Herbst
25 ნოემბერი 2021 13:14
5
2 წლის უკან ოცნება იყო 20 მილიონად ქართველი ყოფილიყო შეფასებული და 10 უნდა იყოსო . ფეხბურთი არ არი მარტო გოლი სანახაობაა მთავარი მიზეზი რის გამოც მაყურებელი დადდის . შოუში იხდის ხალხი თანხას ემოციებში . რომც აღარაფერი გააკეთოს აწი ხვიჩამ მარტო რაც გააკეთა იმით დარჩება ისტორიაში.
Ofside
24 ნოემბერი 2021 18:05
2
ხლა ვუყურე,ვინიციუსს 30 ადამიანი ემსახურება იმისთვის რომ პროფესიონალი ფეხბურთელი დადგეს, ფსიქოლოგები, ექმები, კვების რეჟიმს უდგენენ, ინდივიდუალურად ავარჯიშებენ და ასე შემდეგ. ჩვენს ფეხბურთელებს ეგ ფუფუნება არ აქვთ და ინდივიდუალური ნიჭის წყალობითაა ყველა, ვინც წინ წაიწევს და რამეს მიაღწევს.
.
24 ნოემბერი 2021 16:34
0
ფასებს რაც შეეხება, ფეხბურთელის ფასის დადგენაზე დიდ როლს თამაშობს თუ რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ჯიბეში, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, და შემდეგ ეტაპზე უკვე კარიერა თამაშობს დიდ როლს, რაც შეეხება იმას რომ ვიღაცა დაბალ ფასს ამბობს და ვიღაცა მაღალ ფასს, ეს ერთგვარი ვაჭრობაა, ვიღაცას უნდა იაფად იყიდოს და შემდეგ ძვირად გაყიდოს და ამიტომაც აკეთებს მსგავსს კომენტარს, ერთი ინდივიდის მიერ სხვისი პროდუქტი უფრო იაფად ფასდება, მაგრამ თუ ეს პროდუქტი იმ ინდივიდს ხელში აღმოჩნდება ის მისთვის უფრო ძვირფასი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ ბიზნესია. არველაძეს რომ ჰქონდეს მისი კონტრაქტი რა თქმა უნდა სხვაგვარ კომენტარს გააკეთებდა და ეს ნორმალურია. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია ხვიჩაზე, იმაზე თუ რისი მიღწევა უნდა მას.
ფეოლა
24 ნოემბერი 2021 16:01
1
არ სცოდნია არაფერი ოვერმარსას
კაკო
24 ნოემბერი 2021 13:32
2
ისე ზუსტადაც რომ აიაქსის სტილს მოერგებოდა ხვიჩა. რა შუაშია კონტრის ფეხბურთელი? და ისე იმ ჩოლო გამოჩოლოვებულს კითხე ერთი, თომას ლემარი ღირს 70 მილიონი ევრო და ხვიჩა 20 იც არ ღირს? თომას მაწ ივო ლემარიიიი, 70 ლიმონი???? ჰო და მანდვე ჟოაო ფელიქსიც მოიკითხე, 120 მილიონიანი ბრილიანტი!
eeeeee
24 ნოემბერი 2021 09:01
2
მეიცა ფელიქსი ღირს 120 და ხვიჩა არ ღირს 20???შენ რო მაგარი ბიჭი ხარ იქვე გაგეცა პასუხი…
ზალიკო
24 ნოემბერი 2021 07:08
1
და რაა ამაში ტყუილი
123
24 ნოემბერი 2021 16:13
10
ის რომ სიმეონე არაა ფეხბურთელების შემფასებელი ))) მაგ საქმეს აკეთებს საიტი, რომელმაც მიანიჭა ეგ ფასი - ტრანსფერმარკეტი. მალე საიტს უჩივლებს არველაძე არასწორად შეგიფასებიაო)))
???
27 ნოემბერი 2021 20:03
1
ხვიჩას ერთი ნაკლი აქვს, არ აქვს ევროკავშირის პასპორტი)))
ირაკლი
24 ნოემბერი 2021 10:16
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული