"ქეცბაიამ გასასვლელი კარი გააღო" - კაჭარავაზე გადაწყვეტილება მიღებულია

AutoSharing Option
როგორც კვიპროსული philenews წერს, თემურ ქეცბაიამა და "ანორთოსისმა" ნიკა კაჭარავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს:

"ახლა გუნდმა კონფერენს ლიგაზე "გენტის" წინააღმდეგ ღირსეულად უნდა იასპარეზოს. "ოლიმპიაკოსთან" მარცხი აისბერგის მწვერვალი იყო. ცხრა თამაშში "ანორთოსისის" მეხუთე მარცხის შემდეგ, ქეცბაიამ გუნდიდან გასასვლელი კარი გაიღო და არავინ იცის, ის როდის დაიხურება და ვინ წავა.

"წამსვლელებში" პირველ ეტაპზე ორი ცენტრფორვარდი "მონაწილეობს" - კაილ ლაფერტი და ნიკა კაჭარავა. ისინი ინდივიდუალურად ივარჯიშებენ, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება და მათი გუნდიდან წასვლა არ მოხდება."

ბოლო პერიოდში, ფამაგუსტელთა შორის ვერც ნიკა ნინუას ვხედავთ, გიორგი
ლორიას კი ხუთშაბათს, 25 ნოემბერს, "გენტის" წინააღმდეგ ველით. თავის მხვრივ, რთული სათქმელია, ვიხილავთ თუ არა ბელგიელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძეს.

altუახლესი ინფორმაცია ქეცბაიასა და კაჭარავას კონფლიქტის შემდეგ

altკვიპროსული მედია ქეცბაიასა და კაჭარავას შორის კონფლიქტზე წერს

მკითხველის კომენტარები / 5 /
თემურმა ადრე თქვა ქართველი არ მინდა,ვინც წავიყვანე არ მასახელაო-როცა პირველად იყო ანორთოსისში.
ამის მერე ნაკრების საცოდაობით-ყველა რო უპრაქტიკოდ იყო მაინც იჯიგრა და 5 კაცს მისცა პრაქტიკა.ამათ კიდე დღე და ღამე ვარჯიშის მაგიერ დაიჯერეს რო დამსახურებულად აქვთ ხელფასი,თამაში,მზე და ზღვა-ოჯახები ჩაიყვანეს და იყვნენ განცხრომასა და გულავში.
შედეგად 35 წლის პანდევმა და კორონაგადატანილმა ელმასმა გაგვიბაბანა
Levani
14:13 24-11-2021
0
ან რისთვის წაიყვანა მეკარეზე მეტი გოლი თუ ექნებათ გატანილი მაგათ
ზურაბ
13:26 24-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული