კვიპროსული მედია ქეცბაიასა და კაჭარავას შორის კონფლიქტზე წერს

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან" (2:3) მარცხს philenews-ი ეხმაურება და ქეცბაია - კაჭარავას შორის კონფლიქტზე წერს:

"თემურ ქეცბაიას განცხადებიდან გამომდინარე, კაილ ლაფერტთან ერთად, ფამაგუსტას კლუბში ნიკა კაჭარავას ეპოქაც მთავრდება. ჩრდილოირლანდიელ და ქართველ ფორვარდებს აცნობეს, რომ მათთან სამომავლო თანამშრომლობა აღარ განიხილება.

კლუბი შემტევებთან თანამშრომლობის შეწყვეტის საუკეთესო გზებს ეძებს. "ოლიმპიაკოსთა" მატჩის დასრულების შემდეგ ქეცბაიას ლაფერტსა და კაჭარავასთან კონფლიქტი მოუვიდა. ამიტომ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ისინი "ანორთოსისს" დატოვებენ.

დიდი შანსია, აზერ ბუსულაჯიჩმა და ნიკა ნინუამაც იგივე ბედი გაიზიარონ."

უკანასკნელ დაპირისპირებაში ნინუა განაცხადშიც არ იყო, კაჭარავა კი
52-ე წუთზე ჩაერთო. ამ უკანასკნელმა, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა.

altკაჭარავას გოლი 665 დღის შემდეგ - ნიკამ "ანორთოსისი" ჩემპიონთან დააწინაურა

altქეცბაიას წაგების უფლება აღარ აქვს - "ანორთოსისი" მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

altქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჭკბიანია შოთიკო,არ ყავდა ქართველი პახტაკორში და იმიტომ ვერ გახდა რა ჩემპიონი.თუ წაიყვან,კაშიასნაირი პროფესიონალი უნდა წაიყვანო.იცის როგორ მიუდგეს საქმეს და იმიტომაცაა იშვიათად ტრავმიანობს,რეჟიმს იცავს და ა.შ.ამათ თავი ყველას პელე გონიათ.
კახა ქ.
17:54 24-11-2021
0
ისე 4 ქართველი ხართ მთელ გუნდში და დაჭამეთ ერთმანეთი, კიდე გვიკვირს ჩვენი კლუბების და ნაკრების წარუმატებლობა - სადაც 23-50 ქართველია ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება
ნიმბუსი
00:10 23-11-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული