"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო

AutoSharing Option
რუსულმა business-gazeta-მ ინტერვიუ ესპანელ სპეციალისტთან, ედუარდო დოკამპოსთან ჩაწერა. მოგეხსენებათ, ის "რუბინის" მთავარი მწვრთნლის მოვალეობას ასრულებდა, რადგან შარონოვს ლიცენზია არ ჰქონდა. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ქართველ ახალგაზრდებზე, ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა:

- "რუბინს" ქართველები ხშირად სტუმრობენ, ბოლოს თქვენ არჩევანი ზურიკო დავითაშვილზე გააკეთეთ და ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დასვით, ფიქრობთ, რომ ეს შეცდომაა?
- ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ როდესაც ზურიკო ავირჩიეთ, მაშინ ის ბრწყინვალე ფორმაში იყო. კვარაცხელიას ყოველთვის უნდა რომ გაიმარჯვოს, როდესაც ბურთს კარგავდა, მაშინვე კონტრშეტევებით დიდი საფრთხე გვემუქრებოდა, ახლა
ყველაფერი სხვანაირადაა, ქართველმა ბურთი რომც დაკარგოს სხვა ფეხბურთელები მარტივად დააზღვევენ. ჩვენ ფეხბურთისადმი განსხვავებული მიდგომა გვაქვს, გვინდა მთელი გუნდით ვუტევდეთ და თავსაც ერთად ვიცავდეთ, სიმართლე გითხრათ, ხვიჩა ახლა ბევრად ძლიერია ვიდრე მაშინ.

- რა არის ამ პროგრესის მიზეზი?
- ამ ყველაფერში ლომის წვლილი ლეონიდ სლუცკის მიუძღვის. მან მეტი სათამაშო დრო და თავისუფლება მისცა, გუნდი მისგან ელის, რომ შანსებს შექმნის, მოიპოვებს პენალს, ან გოლს გაიტანს, თუნდაც მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს და კონტაქტში ისე უხეშად ვეღარ შემოვა, ჩვენ დროსაც, რა თქმა უნდა, პროგრესირდებდა, თუმცა სათადარიგოთა შორის მაინც რჩებოდა.

- "კვარას" გარშემო არაერთ სატრანსფერო ჭორზე საუბრობენ, ფიქრობთ, რომ ევროპული გრანდების ინტერესი გადამეტებულია?
- ვფიქრობ, რომ არა. ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჟურნალისტებმა ხვიჩაზე ამხელა ყურადღება არ უნდა გაამახვილონ, ის მაშინ 19 წლის იყო, კარიერას იწყებდა, დრო და დრო მოიქოქა, ახლა კი მშვიდი ვარჯიში და გოლები სჭირდება, ეს ყველაფერი კი აგენტების საქმეა, სინამდვილეში არ მგონია ინტერესი რეალური იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ის ევროპის წამყვან გუნდს მიაშურებს.

- და მაინც, რატომ არ გამოუვიდა დავითაშვილს ისეთი კარიერა, როგორიც მოსალოდნელი იყო?
- ზურიკო დიდებული ფეხბურთელია, მშვენიერი ტექნიკა, პასის კულტურა და რაც მთავარია შრომისმოყვარეობა! ნელ-ნელა გოლების გატანასაც დაიწყებს და ყველაფერი დალაგდება.

altკონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა 18 წლის იყო ამ კაცის ხელში რომ მოხვდა და სათანადოდ ვერ შეაფასა ერთი ორი შეცდომა, რაღაც არ მოეწონა და სკამზე დასვა. თვითონაც ხვდება რომ შეცდომა დაუშვა ხვიჩასთან მიმართებაში.
რაც შეეხება ზურიკოს, უადგილო შეკითხვაა რატომ არ გამოუვიდა კარიერაო, 20 წლისაა ზურიკო და მაგის კარიერაც აწი იწყება, როგორც ხვიჩასი.
Skeleton
12:41 25-11-2021
0
წარმატებები ხვიჩას და ზურიკოს... იმედია, ესეც იქნება, საქართველოს ნაკრებში!!!
tngh
15:00 25-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული