ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" პლეი-ოფშია, კაშიამ "სლოვანი" იხსნა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე  F ჯგუფში მეხუთე ტური გაიმართა.

„კოპენჰაგენმა“ გიბრალტარში წვიმიან ამინდში „ლინკოლნი“ 4:0 გაანადგურა და თავის გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება იზეიმა. სტუმართა გუნდში შეუცვლელად იასპარეზა დავით ხოჭოლავამ. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია და მოვალეობას კარგად გაართვა თავი, გარდა პირველი ტაიმის დასასრულს ერთი ეპიზოდისა, როდესაც პოზიცია ოდნავ დაკარგა, მაგრამ ვარდნაში აართვა მეტოქეს ბურთი.

„სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „პაოკს“ დაუზავდა - 0:0. "სლოვანში" გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავას კი დედა გარდაეცვალა და და თბილისში გამოფრინდა. sport.aktuality იტყობინება, რომ
სლოვაკურმა გუნდმა კარგი თამაში ვერ აჩვენა, ბოლოს ორჯერ გაიბრწყინა კაშიამ და თავისი გუნდი გადაარჩინა.

„კოპენჰაგენი“ პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, ხოლო „სლოვანსა“ და „პაოკს“ 8-8 ქულა აქვთ. 10 დეკემბერს, ბოლო ტურში „სლოვანი“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება, „პაოკი“ კი „ლინკოლნს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გისამძიმრებ ჯაბა .ნათელი მის სულს
0
გისამძიმრებ კაპიტანო!
დიმო
02:03 26-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული