"კვარაცხელიას მიმართ ინტერესი "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" ჰქონდათ, თუმცა გარემარბს 30 ივლისის შემდეგ კლუბში გოლი არ გაუტანია და ამ მდგომარეობაში "ნორვიჩიც" კი არ მოელაპარაკება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შვედეთის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა და მეტოქე შოკში ჩააგდო.
ხვიჩა “რუბინში” საპირისპირო გარემარბს თამაშობს: მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგიდან უტევს. სამუშაო ფეხთან მინდვრის კიდის შეუსაბამობა ვარსკვლავს საშუალებას აძლევს, დასარტყმელ პოზიციებზე იოლად გავიდეს - საკმარისია, ბურთი
ერთი შეხედვით, ხვიჩა სასურველ ადგილას თამაშობს. პარადოქსი: ეს მოთამაშეს ზღუდავს. მატჩების ზოგიერთ ნაწილში "რუბინის" გარემარბი ერთფეროვნებაში გადადის და მხოლოდ მარჯვენა მხარეს მიდის. საუკეთესო მაგალითი "ლოკომოტივთან" თამაშია.
პირველ ტაიმში ხვიჩამ მარჯვენა მხრიდან კომფორტული დრიბლინგები ამჯობინა. სავარაუდოდ, შესვენების დროს ლეონიდ სლუცკიმ ყურადღება ერთფეროვნებაზე გაამახვილა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ უფრო ხშირად დაიწყო მარცხნივ წასვლა. 66-ე წუთზე ქართველის ატიპური აჩქარება სეად ხაქსაბანოვიჩზე პასითა და გოლით დასრულდა.
ხვიჩას მარცხნიდან შეტევა 81-ე და 91-ე წუთებზე განმეორდა - უშედეგოდ. პირველად კვარაცხელია ბანალურად გავიდა ფლანგზე, მეორედ - მალევე დაარტყა. ასე რომ, ქართველის მარცხნივ დრიბლინგი არასტაბილურია.
კვარაცხელია ზედმეტად მიჩვეულია მარჯვნივ, სამუშაო ფეხის ქვეშ მოძრაობას, თუმცა "უფას" მარცხნიდან შესვლით გაუტანა - გოლი გაუქმდა.
ხვიჩასაც არ უყვარს, როცა ფეხებში ურტყამენ და კონტაქტისგან ხშირად ეცემა. ცსკა-სთან თამაშის 36-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმო მოედანს მიუახლოვდა, სადაც მაქსიმ მუხინი დაუხვდა. სანამ გარემარბი ფიქრობდა, რომელი მიმართულებით აჩქარებულიყო, მოწინააღმდეგემ ბრძოლაში ბურთი აართვა. "რუბინის" ლიდერი გაზონზე დაეცა და პენალტი მოითხოვა.
კიდევ ერთი მაგალითი "ლოკოს" წინააღმდეგ თამაშს უკავშირდება. 34-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი ჩაიგდო და მცველი ჩამოიტოვა, თუმცა მცირე კონტაქტი იგრძნო და საჯარიმო დარტყმის იმედად დაეცა.
მიუხედავად გარეგნული სიგამხდრისა, ხვიჩა არ არის პრემიერლიგის ყველაზე სუტი მოთამაშე. ქართველი ოსტატურად ტრიალდება, დრიბლინგის ფარგლებში კი ან ერიდება კონტაქტს ან სასტვენის იმედად ეცემა.
როგორც ნებისმიერი ტექნიკური ფეხბურთელი, ხვიჩაც ოდნავ თავისუფლებაში თავს უკეთ ავლენს. ქვემოთ მოცემულია ეპიზოდი "ლოკომოტივთან" თამაშიდან. კვარაცხელიამ ბურთი კონტრშეტევაზე მოიპოვა და მეტოქეების გარემოცვაში აღმოჩნდა, რომლებიც არცთუ ისე მჭიდროდ იბრძოდნენ. გარემარბმა იოლად გაათრია ბურთი და პარტნიორს გადასცა.
ხვიჩაზე დაკვირვებებმა ორი დასკვნა გამოგვატანინა. პირველი - ქართველს არ უყვარს მარცხნიდან შეტევა, თუმცა ზოგჯერ ამას ეფექტურად აკეთებს; მეორეც, კვარაცხელია იოლად ეცემა და ჯარიმებზე მიანიშნებს. რამდენიმე მახასიათებელი "რუბინისთვის" გარემარბის ღირებულებას არ ამცირებს, მაგრამ ევროპაში მომავალი ტრანსფერის სკეპტიკურ შეფასებას იწვევს.
ტოპ-ლიგაში გადასვლისას ხვიჩა, შესაძლოა, მეორე ალექსეი მირანჩუკი გახდეს. 2020/21 წლების სეზონში "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანპიერო გასპერინისა და "ატალანტას" სტანდარტებს მიუახლოვდა, მაგრამ მერე ევროპულ გარემოში წარმატებას ვერ მიაღწია.
რჩეულ ჩემპიონატებში ხვიჩას ძალასაც მოსთხოვენ და სხვადასხვა დრიბლინგს. იმ მიდგომას, რაზეც ვსაუბრობთ, იქ არ აპატიებენ.
თუ ხვიჩას სურს ევროპაში გადასვლა, კომფორტის ზონის მიღმა უნდა იმუშაოს. პლანეტის საუკეთესო დრიბლიორების - ლიონელ მესის, ედენ აზარის მოქმედებები, სხვა საკითხებთან ერთად, შეკუმშულ სივრცეებში თამაშზეა აგებული.
არ მინდა ხვიჩას სიზარმაცე დავაბრალო - ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ერთი შეხედვით, სატრანსფერო ჭორებმა კვარაცხელიაზე მართლაც იმოქმედა. ევროპაში გადასვლა რეალურია, ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო."
რჩეულ ჩემპიონატებში ხვიჩას ძალასაც მოსთხოვენ და სხვადასხვა დრიბლინგს. იმ მიდგომას, რაზეც ვსაუბრობთ, იქ არ აპატიებენ.
თუ ხვიჩას სურს ევროპაში გადასვლა, კომფორტის ზონის მიღმა უნდა იმუშაოს. პლანეტის საუკეთესო დრიბლიორების - ლიონელ მესის, ედენ აზარის მოქმედებები, სხვა საკითხებთან ერთად, შეკუმშულ სივრცეებში თამაშზეა აგებული.
არ მინდა ხვიჩას სიზარმაცე დავაბრალო - ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ერთი შეხედვით, სატრანსფერო ჭორებმა კვარაცხელიაზე მართლაც იმოქმედა. ევროპაში გადასვლა რეალურია, ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო."
"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ
კონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას
შოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო