ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
გიო რა გჭირს . რატო აიცრუე გული . არავისზე ნაკლები არ ხარ შენ . იცოდე მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ
ტოტტი
21:28 30-11-2021
1
არაფერს აკეთებსო იმას ნიშნავს არ ვარჯისობსო და ისე ფეხბურთს როგორ ითამაშებს? სანიოლმაც თქვა ვერ მანახვა რომ თამაში უნდაო! ხოდა ორივენი როგორ ტყუიან? თუ ახლავე გეზარება ვარჯიში ჯობია თავი დაანებე თამაშს და ტყუილად ნუ წვალობ.
G.LA
22:15 30-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული