Marca მამარდაშვილის თასზე თამაშის შანსებზე

AutoSharing Option
ესპანური გავლენიანი marca სათასო შეხვედრის წინ "ვალენსიას" მეკარის როტაციასა და გიორგი მამარდაშვილის თამაშის შანსებზე წერს:

"გუნდს მაღალი დონის 4 მეკარე ჰყავს. სეზონის სტარტზე ახალგაზრდა მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ის უმაღლესი დონის კიპერის, სილესენის დუბლიორია. ამ ვითარებაში სათასო შეხვედრა მოახლოვდა, რომელიც მეკარეებისთვის შანსის მიცემისთვის კარგი საშუალება უნდა იყოს.

Sportall.Ge

მამარდაშვილი უპირატესობით

ბორდალასმა უნდა გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა კარი ქართველმა მეკარემ, რომელმაც ჩემპიონატში უკვე ითამაშა, თუ ხაუმეს ან რივეროს ყოველდღიური შრომა დაუფასოს. მათ მიმდინარე სეზონში არც ერთი წუთი არ უთამაშიათ.

"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა
ბორდალასმა მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე შეცდომისა და სილესენის დაბრუნების გამო ამოაგდო."

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს (22:30 სთ) "ვალენსია" "კოპა დელ რეის" ეგიდით "უტრილასს" ესტუმრება.

altსილესენი დაისვენებს - ვინ ითამაშებს თასზე?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული