ესპანეთის თასის 1/64-ფინალში "ვალენსიამ" გასვლაზე 3:0 დაამარცხა რეგიონული ლიგის "უტრილასი".
ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ "ღამურების" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსა და მათ შორის, მეკარე იასპერ სილესენს დაასვენებდა და ესპანურ პრესაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას გიორგი მამარდაშვილი შეცვლიდა. თუმცა ბორდალასმა ხაუმე დომენეკი ათამაშა.
"უტრილასმა" პირველ წრეში საკუთარ მოედანზე ასევე ქვედალიგელ "ინჯერტოს" 2:0 სძლია და როდესაც შეიტყვეს, რომ შემდეგ ეტაპზე "ვალენსიას" დაუპირისპირდებოდნენ, 2 100-იანი სტადიონის ტევადობა 400 ადგილით გაზარდეს.
"ვალენსია" დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ჩავიდა და ადვილი გამარჯვება მოიპოვა. გოლები
მარკოს ანდრემ, მუსაჰმა და კოინდრედიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე პენალტი ჩერიშევმა ვერ გამოიყენა.
გიორგი კვლავ სათადარიგო იყო, "მუნდო დეპორტივო" კი იტყობინება, რომ გუნდს მეოთხე მეკარე კრისტიან რივერო დატოვებს.
შემდეგ მატჩს "ვალენსია" ჩემპიონატზე გამართავს - 6 დეკემბერს ვიგოში "სელტას" შეხვდება.
გვყოლია ოდესმე ქართველი მეკარე უკეთეს გუნდში? წამოვიდეს არა კვახი! პირიქით ბევრი ივარჯიშოს და მშვიდად დაელოდოდს შანსს რომელსაც პრიმერას თამაშებში მისცემენ. სავარაუდოდ სილესენს მალე გაუშვებენ და მჯერა გიორგი შეძლებს მისის ადგილის დაკავებას! წარმატებები