საქმე უკვე სერიოზულადაა - ჩაკვეტაძე ისევ განაცხადს მიღმაა

AutoSharing Option
ერთ დროს "გენტის" წამყვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმებმა უკან დახია, მაგრამ ახლა ჯანმრთელია და გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა "ლომელთან" თასზე მოგებული (2:0) გასვლითი მატჩის წინ განაცხადა, რომ ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და თავად იქმნის პრობლემებს.

4 დეკემბერს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად "ლევენს" შეხვდება, გიორგი კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვანჰეზებრუკის განკარგულებაში სვენ კუმსი და რომან ბეზუსი არ არიან და მხოლოდ 5 ნახევარმცველი ჰყავს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა საკადრო პრობლემებსა და ჩაკვეტაძეზე
საერთოდ არაფერი არ თქვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სპორტულ ჟურნალისტებს - რა გახდა ერთი ინტერვიუ ჩაკვეტაძესთან ან მის აგენტთან , გავაგებინონ იქნებ რა ხდება. გენტის მწვრთნელისგან რომ იყოს მხოლოდ უკმაყოფილება შეიძლება მწვრთნელი დაგვედანაშაულებინა, მაგრამ სანიოლმაც იგივე თქვა და ესეიგი ბელგიელი მართალია გიორგისთან.
არტ
00:45 04-12-2021
1
ანორთოსის პასაჟირია
Zaza
02:58 04-12-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული