რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "არსენალმა" სტუმრად "ხიმკი" 2:1 დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა.
36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით მასპინძლები მირზოვმა დააწინაურა, სტუმრებმა კი ანგარიში 61-ზე ზურიკო დავითაშვილის შედევრით გაათანაბრეს. ქართველმა შემტევმა რეიდი მოაწყო და მეტოქის კარის "ცხრიანი" აიღო. საერთოდაც, ქართველი ძალიან აქტიური იყო: 24-ე წუთზე მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო 90-ე წუთზე "ხიმკის" მცველი იდოვუ ეუხეშა, რომელსაც მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.
"არსენალმა" გამარჯვებას 87-ე წუთზე, კანგვას გოლით მიაღწია. ტულელებმა "ზენიტი" (2:1) დაამარცხეს, ზურიკომ თავი მაშინაც გამოიჩინა. მიმდინარე ტურნირზე მან 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გუნდი, რომელიც უკვე მე-11 ადგილს იკავებს, 11 დეკემბერს ცსკა-ს ესტუმრება.