კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.

ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.

"რუბინმა" ზედიზედ
მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, უდაოდ უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, მათი საფეხბურთო შეფერხებაში, ლომის წილი ჩვენც ქართველ გუშემატკივრებსაც მიგვიძღვის. რატომ? თუნდაც გადამეტებული ემოციის ფონზე, როცა ჯერ ჩაკვეტაძე ამოვიღეთ მიზანში და რომ იტყვიან ამოსუნთქვის საშუალებაც არ მივეცით,მერე იყო და ყბად აღებული ხვიჩას ტრანსფერებზე დავიწყეთ ზღვარს "გადასული ქება-დიდება", ამ დროს რა ხდება? ორივე ფეხბურთელი, მოვაყოლეთ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ, რამაც უაყოფითად იმოქმედა ორივეზე. როგორც იტყვიან გადამეტებული არაფერი ვარგა, არც სიხარული და არც მწუხარება, შედეგი სახეზე გვაქვს! რაღა დამრჩენია, ორივეს ხვიჩასაც და გიორგისაც ვუსურვებ, მალე დაეძლიოთ დროებითი კრიზისი და კვლავ გაეხარებინოთ თავიანთი გულშემატკივრები!
გია
05 დეკემბერი 2021 20:31
8
გულშემატკივარი რა შუაშია, ხვიჩამ ისეთი თამაშები გვიჩვენა რომ გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევდა და არ უნდა გვეთქვა რომ დიდი მომავლის ტალანტია? რაც ხდება მის თავს ალბათ თანმდევია მისი ტალანტის პატრონის იმ სიტუაციაში ყოფნისა რომელშიც იმყოფება, მსგავსი რამ სხვა კლუბშიც შეიძლება შეემთხვას და ამისგან დაზღვეული არ არის. მესის მაგალითი აიღეთ ამდენი წელი ითამაშა ბარსაში და ბოლოს მაინც ის მოხდა რაც მოხდა და ეს ერთ დღეს არ გადაწყდა, წლების განმავლობაში მიდიოდა ბრძოლა რომელსაც თავს ართმევდა და ბოლოს მაინც იძულებული იქნა წასულიყო ბარსადან. ასე რომ უნდა ისწავლოს ასე ვთქვათ გასახდელში ბრძოლაც.
ფეოლა
06 დეკემბერი 2021 00:03
1
რაც ჩავიკითხე კომენტარები, ყველაზე მაგარი და ზუსტი შინაარსის კომენტარია.
გიას! მიზანში მოარტყი.
05 დეკემბერი 2021 21:24
2
ვინც მის მაგივრად გამოიყვანეს იმან ხო დაგლიჯა რა. წინა თამაშზე ტრავმა მიიღო კვარამ და ამ თამაშზე არ იყო ფორმაში, შეეძლო სულაც არ დაეყენებინა. რუბინს რაც შეეხება უკან მიდის, იმიტომ რომ კარგი მოთამაშეები გაუშვეს და დაბალი დონის ხალხი დატოვეს. მარტო ხვიჩა ვერაფერს იზამს, არც მისდიოდა ბურთი. მისი პროფესიონალიზმი მაღალი დონის შვედი მცველების წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა და მგონი კითხვები არ უნდა გქონდეთ რუსულ გუნდში ჩავარდნილი თამაშების გამო მის შესაძლებლობებთან.
ზამთარში უნდა დატოვოს ეგ გუნდი. შეიძლება რუბინი საერთოდ გავარდეს წელს ლიგიდან.
Skeleton
05 დეკემბერი 2021 20:27
1
მართლადა მაჯვენა კარგი ფლანგელი დენის მაკაროვი 10 მილიონად მოსკოვის დინამოს მიყიდეს, რომელიც იქაც სტაბილირად კარგად თამაშობს, კარგი მცველი სტარფელდი სელტიკმა წაიყვანა 5 მილიონად, საბერძნეთში გაუშვეს კარგი მოთამეშე დარკო ევტიჩი, ამას დესპოტოვიჩის ტრავმაც დაემატა და გუნდი მოშლილია. ამათ მაგივრად ვინც მოიყვანეს შედარებით იაფად და ვითომ ეკონომია გააკეთეს და "მოგება ნახეს" უარყოფითი შედეგი სახეზეა.ჯერჯერობით დრეიერი ქაჩავს ასე თუ ისე, ეს ჰაკშაბანოვიჩი ვერადავერ აეწყო, აბილდგორი ტლანქია და ბევრ შეცდომას უშვებს, ზოტოვი კატასტროფა -მარჯვენა ფლანგზე დაცვა ფაქტიურად არ არის. ეს კორეელი რაღაცას ფაფხურობს თითქოს ცდილობს თამაშის დაორგანიზებას, მაგრამ ვაი და ვუი, ფიზიკურადაც არ შეუძლიათ 90 წთ იბრძოლონ, ძალიან უჭირდათ როცა მაგალითად მოსკოვის დინამო აპრესინგებდა ამათ. ერთი სიტყვით, ეკონომიასა და თანხის მოგებაზე გათვლილმა ტრანსფერებმა არ გაამართლა, იაფიანს კი არ უნდა დაეხარბო- ხარისხიანი უნდა შეინარჩუნო, მაგ სიხარბის გამო დაადეს 20 მილიონი ხვიჩას და დარჩნენ ჩალაგამოვლებულები, იმედია ზამთარში ხვიჩAს გაუმართლებს და სადმე გადავა
ვაჟა
05 დეკემბერი 2021 21:26
0
მგონი სლუცკი მალე დატოვებს რუბინს, ცუდი სელექცია გააკეთა გუნდის!! მარჯვენა მცველმა წინა თამაშებში სასწაულები გააკეთა და დღესაც ორივე გოლი მაგან მოიტანა. თამაშს რაც შეეხება ბურთი კვარასთან არ მიდიოდა ხშირად ორი მაგარი პასი გაჭრა თამაშის დროს და შეიძლებოდა გაეტანათ. ფაქტია რომ კვარას გასვლის შემდეგ არ გამწვავებულა თამაში და რატომ გაიყვანა კვარა ჩემთვის გაუგებარია. ერთი დრაერმა გაამართლა ლეგიონერებიდან სხვები კი ძალიან დაბალ დონეზე არიან. დაცვა კი პანიკურად თამაშობს და დალაგებულად, პოზიციურად კლუბს უჭირს შეტევა. იმედია კვარას ფასი დავარდება და გადავა ნორმალურ კლუბში, თორემ რუბინში განვითარება არა მგონია მოხდეს.
zaza
05 დეკემბერი 2021 20:22
1
ზოგიერთი წერს, "რუბინს თავი დააღწიოსო", თითქოს რუბინის ბრალი იყოს. რუბინში თამაშობს 22 წლის დრეიერი, 11 მატში 7 გოლი გაიტანა.
გრიგოლი
05 დეკემბერი 2021 19:58
15
კარგი ერთი რა? რუბინის გოლობის უმრავლესობა ხვიჩას მოქმედებებზეა დამოკიდებული!რუბინში ყოველთვის თითქმის ყველას უჭირს გოლების გატანა! აი მაგალითად სერდარ აზმუნმა რუსეთის საუკეთესო ბომბარდირმა ზენიტში გადასვლამდე რუბინში ორ სეზონის განმავლობაში სულ 9 გოლი გაიატანა, სხვათაშორის ის თავდასხმელია ისევე როგორც დრეიერი. ხვიჩა კი ნახევარცმვლელია, სტატისტიკით ნახევარცმლელებს თუ გუნდში კარგი ბომბარდირია 3 ჯერ ნაკლები ბურთი გგაქვთ
რობი
05 დეკემბერი 2021 20:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული