კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.

ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.

"რუბინმა" ზედიზედ
მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
სლუცკისაც და კლუბის ხელმძღვანელობასაც ურჩევნიათ კვაროა ტოპ გუნდში გადასვლა ეს მათ პრესტიჟზეც კარგად აისახება და ფინანსებზეც , ასე რომ კვარამ თვითონ უნდა დაამტკიცოს რომ ის იმსახურებს იქ თამაშს. ერთი ორი და თუნდაც 5 გოლით ეს გამორიცხულია.ის ნამდვილად მებრძოლი და ნიჭიერი ფეხბურთელია და აუცილებლად გადავა უკეთეს გუნდში.
Georgia
15:36 15-12-2021
0
ისე მოუწოდებთ კვარას წავიდეს რუბინიდან რომ თიქოსდა ატალახებულული ჰქონდეთ რუბინის ოფისის კარები ევროპის წამყვანი კლუბების აგენტებს.როგორ გგონიათ? გუშინდელი თამაშით რუსეთის ჩემპიონატის მაჩანჩალა გუნთან, რომელიმე სერიოზული კლუბი მილიონებს გადაიხდის?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული