კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.

ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.

"რუბინმა" ზედიზედ
მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს არის არაპროფესიონალიზმი. კაი არ გამოვიდა ტრანსფერი ამის გამო რო მოუკლო თამაშს ეს წაადგება რამეში?
კაი შეგცვალეს თუნდაც უსამართლოდ ესეთი საქციელი რას მოუტანს, დასვამენ სათადარიგოთა სკამზე და ვერასდროს ვერ წავა ევროპაში, ხვიჩა ცოტა იაზროვნე გთხოვ, თორემ დაიკარგები როგორც ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დაკარგულა. იაზროვნე!!!!
7
რაც რიბინში ხდება სლუცკის ბრალია ჯერ სამი ძირითადი ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან და შემცვლელელები დებილები დააყენა და თამაშის ტაქტიკითაც რას თამაშობს ვერ გავიგე არეულია დაცვათანაც სასტიკად არეულია ნახევარდაცვა და ბურთი ვერ ამოაქვთ შეტევაში და გრძელი პასებიტ ცდილობენ რაღაცას ფაფხურობენ! დღეს ხვიჩას თითქოს სპეციალურად აიგნორებდნენ 50 წითის განმასბლობაში სულ 2-3 პასი მისცეს და რა უნდა გაეკეთებინა ? და ბურთები რომ ჩაიგდო ყველა მაგრა გაამწვავა და საგოლე პასებიც გააკეთა მაგრამ ისევ ვერ გაიტანეს იმ დებილებმა @ შეცვლას რაც შეეხება მგონი იმიტომ შეცვალა გაფრთხილება რომ მიიღო და რაღაცნაირად იყო ავარდნილი და იმის შეშინდა სლუცკის მეორეც არ მიიღოსო
zura222
20:57 05-12-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული