კვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში "რუბინი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნიჟნი ნოვგოროდთან", სტუმართა გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მხოლოდ 52-ე წუთამდე ითამაშა.

ხვიჩამ პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, საჯარიმოში პარტნიორებს კარგ გადაცემებს უკეთებდა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის ნახევარმცველ გორბუნოვის შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეცვალეს. sports.ru მატჩის რეპორტაჟში იტყობინება, რომ როგორც ჩანს, ქართველი განაწყენებული იყო და ხელთათმანები მოისროლა. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხვიჩამ გარკვეულწილად მოტივაცია დაკარგა და არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში იმყოფება.

"რუბინმა" ზედიზედ
მეორე მარცხი განიცადა, 22 ქულით მე-10 ადგილზეა, 11 დეკემბერს სამარაში "კრილია სოვეტოვს" შეხვდება და ამ სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
წადი ჯიმა წადი მაგ ჭაობიდან!! აგენტი კიდე ცალკე გექაჩება მაგ ჭაობში და გაკარგვინებს ამ ძვირფას წლებს, იგრავოი პრაქტიკაში...
როგორც ჩანს არც ისე მარტივადაა საქმე, ამ 25 მილიონმა დაუბინდა გონება მთელ რუბინს და ვეღარ აზროვნებენ ლოგიკურად.. იმედია არ შეეწირება ეს ბიჭი მაგათ გიჟურ სიხარბეს.
უფალი შეგეწიოს ხვიჩა
ირაკლი
05 დეკემბერი 2021 21:56
7
ristvic gaiyvanes??? sauketeso yvo...
gio emigranti
05 დეკემბერი 2021 21:42
4
აფერისტი სამასოიანი ჯუღელი სად არის?
andro
05 დეკემბერი 2021 21:24
1
მოკლედ ხვიჩამ არ ინერვიულოს, მამაძაღლური მიდგომაა კლუბში როგორც ჩანს. საქმე ისაა, რომ ჰაკშაბანოვიჩის ყიდვით ამ მართლა შტერმა ხალხმა, დროზე ადრე გააკეთა ის, რაც ღორს სჭირს ხოლმე, ჯერ არ გაყიდიათ ხვიჩა და უკვე ახალი გუნდის შენება დაიწყეს. ამან კი გამოიწვია შემდეგი: ეს ჰაკშაბანოვიჩი, ვინაიდან მასში ამხელა თანხა გადაიხადეს აღარ თანხმდება როგორც ჩანს ხვიჩას ჩრდილში ყოფნას, არადა ნიჭი არ აქვს მისი მეათედიც, ამის გამო პასებს რაც დავაკვირდი სულ უგვიანებს და ცდილობს თვითონ გაინაღდოს ლიდერობა. სულ პირქუში სახითაა და აშკარაა, რომ გუნდში როცა ხვიჩა თამაშობს ცდილობს აჩვენოს, რომ მაშინ არ გამოდის არაფერი. ბევრჯერ დავინახე, როგორ დაუგვიანა პასი უმნნიშვნელოვანეს მომენტში, ძირითადათ სულ მარჯვნივ იყურება. თან მის ფლანგზეა ხვიჩა და ჯერ ერთი რომ აშკარად ჩანს რომ თითქოს ეჭვიანობს და თან კიდევ ცენტრში თამაში არ შეუძლია კარგად, ვერ ანაწილებს ბურთს სწორად, არადა სულ ბურთითაა ეგ. ინ ბომი ეტყობა ჩააჩოჩეს ასევე და სანამ დესპოტოვიჩი არაა გუნდში მწყობრში , ხვიჩასაც მოაკლდა შიგნიდან დახმარება. ამიტომ ხვიჩა, ეს ისედაც ჩანს, არ ინერვიულო იმაზე, რომ რაღაც არ გამოდის დროებით! ჩანს მიზეზებიც, შენ არაფერ შუაში ხარ! და არც განაწყენება არ ღირს არავიზე გუნდში, ადამიანი ადამიანია, ყველას თავისი კომპლექსები აქვს, თუ აქვს ისიც და თუ მე არ ვცდები :))) და ძალიან მალე გადახვალ სხვა გუნდში დარწმუნებული ვარ , მოუწევთ ცოტა დაკლება , რომ დაადეს რაღაც არაადეკვატური ფასი და თან ძალიან მაგარ გუნდში. გგულშემატკივრობთ :)
გადასარევი გიორგის 1დღიანი დაბრუნება (დაპირებული) ჯერ კიდევ ძველი სახელით
05 დეკემბერი 2021 21:10
5
ჰაკშაბანოვიჩი რო შიბაქია უკვე 3 თვეა ვწერ.დრეიერიც არ არის მაკაროვისნაერი-როცა ხვიჩას 2 მცველი კეტავდა მაკაროვი მეორე მხარეზე გულაობდა.
Levani
06 დეკემბერი 2021 00:45
0
სიმართლე ის არის რომ მაგრად მოუკლო
ისიდორე
05 დეკემბერი 2021 21:00
11
რაც რიბინში ხდება სლუცკის ბრალია ჯერ სამი ძირითადი ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან და შემცვლელელები დებილები დააყენა და თამაშის ტაქტიკითაც რას თამაშობს ვერ გავიგე არეულია დაცვათანაც სასტიკად არეულია ნახევარდაცვა და ბურთი ვერ ამოაქვთ შეტევაში და გრძელი პასებიტ ცდილობენ რაღაცას ფაფხურობენ! დღეს ხვიჩას თითქოს სპეციალურად აიგნორებდნენ 50 წითის განმასბლობაში სულ 2-3 პასი მისცეს და რა უნდა გაეკეთებინა ? და ბურთები რომ ჩაიგდო ყველა მაგრა გაამწვავა და საგოლე პასებიც გააკეთა მაგრამ ისევ ვერ გაიტანეს იმ დებილებმა @ შეცვლას რაც შეეხება მგონი იმიტომ შეცვალა გაფრთხილება რომ მიიღო და რაღაცნაირად იყო ავარდნილი და იმის შეშინდა სლუცკის მეორეც არ მიიღოსო
zura222
05 დეკემბერი 2021 20:57
2
ხვიჩა, თუ ხედავ საით მიექანები? თუ არ იცი მე გეტყვი, სათადარიგო სკამისაკენ, რის შემდეგაც ზუგდიდის ბაიას მეტს შენი ინტერესი რომ არავის ექნება.
ჟორა
05 დეკემბერი 2021 20:56
20
ეს არის არაპროფესიონალიზმი. კაი არ გამოვიდა ტრანსფერი ამის გამო რო მოუკლო თამაშს ეს წაადგება რამეში?
კაი შეგცვალეს თუნდაც უსამართლოდ ესეთი საქციელი რას მოუტანს, დასვამენ სათადარიგოთა სკამზე და ვერასდროს ვერ წავა ევროპაში, ხვიჩა ცოტა იაზროვნე გთხოვ, თორემ დაიკარგები როგორც ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დაკარგულა. იაზროვნე!!!!
gg
05 დეკემბერი 2021 20:44
7
ვერ დასვამენ, თვითონ დაადეს 20 მლნ ფასად. სათადარიგოთა სკამიდან გაყიდიან? 20 წლის ბიწს ვთხოვთ სუპერმენობას და კლუბი არის მოწოდების სიმაღლეზე? კაპიკი არ დაჯდომიათ, ისე ჩაიგდეს ხელში და ერთ წელიწადში 20 მლნ მოითხოვეს მასში. ეს არასერიოზულია. ბიწსაც უნგრევენ კარიერას და თვითონაც ეწირებიან „ჟადნოსტ გუბიტ ფრაერას“ დაუწერელ კანონს. იმედია კვარას ტალანტი მაინც არ დაიკარგება. მას ახლა პრობლემა სლუცკისთან აქვს. ფაქტია, რომ ერთი თავით ჯობია ყველას, თუ ორით არა, მწვრთნელი კი მაინც ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, სადაც ის მხოლოდ რიგითი ჭანჭიკია. შედეგად აქვთ ის, რაც აქვთ. აგერ თქვენ და აგერ - მე. სლუცკის მოუწევს რუბინის დატოვება და ახალი მწვრთნელის ხელში იხილავთ ძველ კვარას, რომელსაც გონივრული მიდგომით სარფიან ფასადაც გაყიდიან. ან ასე იქნება, ან რუბინის მოუწევს თავისი მენეჯმენტის ნულოვანი ნიშნულის მძიმე შედეგების მომკა. კვარას კი ყველა შემთხვევაში ყველაფერი წინ ექნება.
ქომაგი
05 დეკემბერი 2021 20:57
7
რაც უფრო მალე მოშორდება ამ საღორეთს მით უფრო კაი მარა ჯუღელის ხელში არამგონია რამე გამოვიდეს აი ნებისმიერი ტოპ ჩემპიონატის საშუალო გუნდში რო გადავიდეს ძალიან კარგი იქნება გინდაც სასუოლო აიღე ან უდინეზე ლიდსი რავი ამოწურა თავი ამ რუბინში რა ვერ გაიგეთ
geo
05 დეკემბერი 2021 20:38
11
გეო, ვინ კითხავს მაგას როდის მოშორდება რუბინს? კიდევ სამი წელი აქვს სახეხი რუბინში.
ჰავლაბრელი ტიღუა
05 დეკემბერი 2021 20:53
2
ძალიან სუსტი მატჩი ქონდა, იმედია მომდევნო თამაშებს გამოასწორებს. სამწუხაროდ მწვრთნელთან კონფლიქტი აქ და ძირითადში თუ დააწყებინა ეგეც საქმე იქნება.
Semi
05 დეკემბერი 2021 20:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული