მაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

AutoSharing Option
"რუბინის" მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის კომენტარს, რომ კვარაცხელია შესვენებაზე უნდა შეეცვალა და ხვიჩას მხრიდან მოედნის გაბრაზებით დატოვებას (ხელთათმანი მოისროლა) sports.ru-ზე რუსი გულშემატკივრები ირონიულად ეხმაურებიან:

"ხვიჩა ტოპ-კლუბში გადასვლამდე ენერგიას ზოგავს."

"რაღაცნაირად ჩამოვრჩი სიტუაციას - კვარაცხელია "მილანში" გადადის თუ "იუვენტუსში", უფრო მეტს რომელი იხდის?"

"ხვიჩა სლუცკის ვეღარ უგებს... ვნახოთ, აბა, რა მოხდება..."

"თუკი საქმე ასეა, მაშინ რატომ არ ენდობა მწვრთნელი ისეთ მაგარ ფორვარდს, როგორიც ივან იგნატიევია? 22 წლის შესანიშნავი მოთამაშე, რომელიც ძალიან სწრაფია, კარგად ხედავს მოედანს, ორივე ფეხით ურტყამს - კიდევ რა
სჭირდება?"

"ხვიჩას ეწყინა, რომ ევროპულმა კლუბებმა ვერ შეამჩნიეს და თამაში შეწყვიტა."

"ლეონიდი ძალიან რბილია. ამის გამო გუნდში წესრიგი არაა. ფეხბურთელები ვერ იგებენ, რომ თუ ისინი ბევრს არ იმუშავებენ, ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეეები, როგორებიც მესი და რონალდო არიან, ვერ გახდებიან. თუმცა მათ ხომ საბჭოთა ლოგიკა აქვთ."

altსლუცკი - ხვიჩას მოსროლილ ხელთათმანზე: შესვენებაზე უნდა შემეცვალა

altკვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 11 /
აგერ ვინისიუსი რეალი 3წელია ზრდის დარტყმაზე ცალკე ავარჯიშებს ფსიქოლოგი ცალკე აუყვანეს ფიტნეს ინსტრუქტორი ცალკე ყავს და ბურთს რო ურტყავს ჯუნგლების ნაცვლად ეხლა კარებში ეხვევა... აი ეს არის ფეხბურთელზე ზრუნვა და არა ის რასაც კვარას უკეთებენ შედი და მთელი გუნდი მოატყუე და გოლი ისე გაიტანეო... თანაგუნდელები ნოლი... ნაკრებში რაც არის კი ჩანს ადგეს და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა შვედებს ბერძნებს ესპანელებს გოლები გაუტანოს ამას ნახევრად ნიჭიერი ვერ იზავს თუ ტოპი არ ხარ.გვერდში დგომა და დახმარება უნდა ამ ბავშვს და არა ის რუსეთის ჩემპიონობა მოთხოვო ხარახურა ხალხით
რომა
13:08 06-12-2021
2
ხვიჩა არის შესანიშნავი ფეხბურთელი მასეთი ფეხბურთელი არა მარტო რუბინს რუსეთის სხვა გუნდებსაც არ ჰყავს, და 20 წლის ბიჭი რომელიც შედეგს აკეთებს საქართველოს ნაკრებში 40 წელი საქართველოს არ ყოლია უბრალოდ ხვიჩას ეხლა უნდა სხვა გუნდში გადასვლა სხვა მწვრთნელთან სიახლეები სჭირდება, რაც არ უნდა ვიძახოთ სლუცკი კარგი მწვრთნელია მან თავისი რესურსი ამოწურა ხვიჩასთან საქმიან ურთიერთობაში, ხვიჩას ეხლა სჭირდება სხვა გამოწვევები
დიტო
12:50 06-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული