"კორონავირუსის რომანტიკული პაციენტი" - ქვილითაია დაინფიცირდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში "აპოელი" ნიქოზიაში "პაფოსს" დაუზავდა (1:1). ქართველთაგან მასპინძელთა გუნდში მხოლოდ ტრავმამორჩენილმა ბუბა დაუშვილმა ითამაშა, რომელიც 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ქვილითაია სოციალურ ქსელში წერს: "კორონავირუსის რომანტიკული პაციენტი".

"აპოელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 15 ქულით მე-7 ადგილზეა და 12 დეკემბერს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში დაუშვილი და ოქრიაშვილი მონაწილეობას მიიღებენ, ქვილითაია კი ჯერ უცნობია, როდის დაეხმარება თავის გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული