ქეცბაიას ბელგრადში გამარჯვება სჭირდება - მატჩს ქართველები განსჯიან

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას და "ანორთოსისის" მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიმართული, რადგან გუნდს უკანასკნელ პერიოდში ცუდი შედეგები აქვს და ადგილი გარკვეულ კონფლიქტსაც ჰქონდა.

philenews-ი წერს:

"ანორთოსისის" პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი "ლურჯ-თეთრებს" მკაცრად ესაუბრა და ხაზი პასუხისმგებლობას გაუსვა.

დისკუსია ქეცბაიას დაუსწრებლად გაიმართა და ფეხბურთელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი შექმნილ ვითარებას სრულად იაზრებენ.

რაც შეეხება ქართველი სპეციალისტის ფეხბურთელებთან შეხვედრას, ის თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. მოთამაშეებმა მწვრთნელს პირობა მისცეს, რომ წარმატების მისაღწევად ყველა ღონეს იხმარენ, მათ შორის, უახლოეს შეხვედრაში."

"ანორთოსისი" ხუთშაბათს, 9 დეკემბერს, ბელგრადში "პარტიზანთან" ითამაშებს და
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლას შეეცდება. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება.

alt"მარცხის მოთამაშეებზე გადაბრალება ქეცბაიას მახასიათებელია" - თემური ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა მოიგონ , ანორთოსისი გასვლაზე კარგად თამაშობს , იმედია კაჭარავას ათამაშებენ და გაიტანს . წარმატებები თემურა და მის რაზმს !
ვახო
13:55 09-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული