ვაისი: ყველანი კანკავას და კაშიას მსგავსები რომ იყვნენ, "სლოვანი" სულ სხვა გუნდი იქნებოდა

AutoSharing Option
„სლოვანი“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთში შემოდგომის ჩემპიონი და კონფერენს ლიგაზე პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა sport.aktuality.sk-სთან ქართველი ლეგიონერები შეაქო:

"როდესაც აქ მოვედი, აღმოვაჩინე, რომ ბევრი სამუშაო მელოდა. "სლოვანში" ბევრი ლეგიონერია და ზოგიერთმა მათგანმა, რბილად რომ ვთქვათ, არც კი იცის, რომელ კლუბში იმყოფება, რომ არის კიდევ პირადული ურთიერთობები და კლუბის ისტორია... ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, წასვლა მოუწევთ. ეს რომ საქართველოში ან ყაზახეთში გამეკეთებინა, რასაც ზოგიერთი აქ აკეთებს, 15
წუთის შემდეგ სახლში ვიქნებოდი.

კაშია ავადაა, მაგრამ მჯერა, "კოპენჰაგენთან" მატჩისათვის მზად იქნება. როდესაც ის არ თამაშობს, დაცვაში გვიჭირს. ამას ბრმაც კი დაინახავს. მისი გამოცდილება და საქმისადმი ერთგულება დიდი პლუსია. მე მაგალითს მოგიყვანთ: საზღვარგარეთ დამსახურებული პატივისცემის მოპოვება ისეა საჭირო, როგორც ამას გურამი აკეთებს და მასთან ერთად ჯაბა. ჯაბა ვარჯიშებზე არაფერს ლაპარაკობს, არც თამაშებისას, მის შესახებ მისი თამაში მეტყველებს.

ის 35 წლისაა, ერთი კვირის წინ დედა გარდაეცვალა და მაინც მატჩისა და თავისი მოვალეობის მიმართ თავისი მიდგომა გამოავლინა. საქმისადმი დამოკიდებულებისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, საუკეთესო მოთამაშეა, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია. ზოგიერთები მასთან ახლოს მაინც რომ იყვნენ, დღეს "სლოვანი" სრულიად სხვაგვარი გუნდი იქნებოდა. იგივე ეხება კაშიასა და იორი დე კამპსს, რომელსაც სამწუხაროდ, საზარდულის პრობლემა აქვს.

ჩვენ, მწვრთნელებს, სამთვიანი კონტრაქტები გვაქვს, ხოლო ფეხბურთელებს - ოთხწლიანი და მისი ხელის ხლება არ შეიძლება. ეს არანორმალურია და ასე ხდება უმეტეს კლუბში. მე ხელშეკრულება ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული და ან ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა და როგორც მე მინდა გავაკეთო "სლოვანისთვის", ან ჩვენ დავშორდებით. არ ვაპირებ, აქ მოსულ ფეხბურთელებს ვემუდარო".

"სლოვანი" "კოპენჰაგენს" 10 დეკემბერს სტუმრად შეხვდება, რომელმაც პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღდა და მოტივაციის გარეშეა. ბრატისლავურმა გუნდმა "ასტანას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, სომხეთის ნაკრების წევრი ტიგრან ბარსეგიანი დაიმატა, თუმცა ის მხოლოდ ნაახალწლევს შეძლებს თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ჩვენთანაც ბევრნი იყვნენ გურამისა და ჯაბას მსგავსნი?!
მერაბი
13:51 08-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული