"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ

AutoSharing Option
"რუბინის" კრიზისის პერიოდში 22 წლის სოლტმურად ბაკაევი პროგრესირებს - 4 მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა.

ყაზანელები საშინელ ფორმაში არიან, მაგრამ ბაკაევს ინდივიდუალური გოლები გააქვს. მას მოედანზე გაცილებით ნაკლები დრო აქვს, ვიდრე კვარაცხელიას, თუმცა მაინც ქართველზე პროდუქტიულია - ხვიჩას მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ბაკაევმა კარიერაში 2 გოლის ოდენობით "რუბინში" უკვე საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა - წინ ჯერ კიდევ ნახევარი სეზონია.

"რუბინის" შემადგენლობაში 54 მატჩიდან 27-ში ბაკაევი სათადარიგო იყო. რა აკლია ნახევარმცველს კონკურენციის დასაძლევად?

სოლტმურადმა 4-2-3-1 სქემაში თავი ვერ გამოიჩინა,
რადგან მეტოქის მცველებს ერთმანეთის დასაზღვევად მეტი დრო ჰქონდათ. ახალი განლაგების უპირატესობა ის იყო, რომ დრეიერის ცენტრალურ ზონაში გადასვლამ ბაკაევისა და ზოტოვისათვის (31 წლის) ფლანგზე მეტი სივრცე დატოვა.

"რუბინი" საუკეთესო ფორმაში არც გასულ სეზონში ყოფილა, თუმცა წარმატებას ინდივიდუალური ქმედებებით აღწევდა. ახლა დესპოტოვიჩს ტრავმა აქვს, ხვიჩა კი საკუთარი თავის შარშანდელ ვერსიას ეძებს. სლუცკიმ უნდა შეცვალოს სქემა და შემტევი მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა გამოიყენოს. 

Sportall.Ge

ბაკაევმა თავი მარცხენა ფლანგიდანაც (როცა ხვიჩამ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) გამოიჩინა - ოლივერ აბილდგორი საგოლე გადაცემით მოამარაგა. მოედნის ცენტრიდან რეიდის შემდეგ სოლტმურადმა ორი მოთამაშე მასთან გადაიყვანა და თავისუფალ ზონაში პასი გააკეთა:

"მივხვდი, რომ ჩემზე ორი მოთამაშე გადმოდიოდა. თავი ავწიე, ოლი დავინახე და პასი ზუსტად მარცხენა ფეხთან გავუკეთე, რადგან ვიცი, რომ მას კარგად ფლობს“, - განაცხადა სალტმურადმა მატჩის შემდეგ. მაგრამ ზოგადად, ნახევარმცველი არ იყო ისეთი სასარგებლო, როგორც მარჯვენა ფლანგზე - ნაკლები პასები და ერთი-ერთზე თამაშის გამწვავება ჰქონდა.

"დინამოსთან" სლუცკიმ უფრო თავდაცვით სქემაზე გადასვლა გამოსცადა, ლეონ მუსაევი საყრდენ ზონაში დააყენა, მაგრამ ამისთვის მას ერთ-ერთი შემტევი ფეხბურთელის გაწირვა მოუწია - ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო. 4-1-4-1-დან 4-2-3-1-ზე გადასვლის შემდეგ “რუბინმა” მეტოქის კართან ვერაფერი შექმნა, მარცხენა ფლანგზე ბაკაევი სრულიად შეუმჩნეველი გახდა და მატჩის 82-ე წუთზე მოედანი დატოვა.

აღსანიშნავია, მარცხენა ფლანგზე სოლტმურადისგან ნაკლები სარგებელი აქვს, ვიდრე საპირისპიროდან. გარდა ამისა, ბაკაევმა კიდევ ერთხელ ვერ დაასრულა მატჩი ბოლომდე, რაც ფეხბურთელის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ავლენს - 90 წუთს ვერ თამაშობს.

"ბაკაევთან თამაშზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის უბრალოდ არ არის მზად 90 წუთის თამაშისთვის", - თქვა ლეონიდ სლუცკი მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ბაკაევი მარჯვნიდან აშკარად უფრო პროდუქტიულია, თუმცა ძველ ფორმაციას რომ დავუბრუნდეთ, მაშინ ანდერს დრეიერი სასტარტოში ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

უმეტეს შემთხვევაში, ლეონიდ სლუცკის ურჩევნია მარჯვენა ფლანგზე დრეიერი გამოიყენოს. მას გოლები გააქვს, მაგრამ სტაბილურობით ვერ გამოირჩევა; შესანიშნავი დარტყმა აქვს, თუმცა ერთი-ერთზე თამაშში ბაკაევს ჩამოუვარდება. სტატისტიკა მაინც დანიელის მხარეზეა - მას მოაქვს შედეგი, ბაკაევი კი მხოლოდ ნოემბერში გახდა ის, ვინც თამაშს არა მარტო სათადარიგო სკამიდან, არამედ სასტარტო წუთებიდანაც აძლიერებს.

Sportall.Ge

რთული ამოცანა მთავარი მწვრთნელისთვის: როგორ გადაანაწილოს მოედანზე დრეიერი, ბაკაევი და კვარაცხელია? ალბათ, ისევ 4-1-4-1-ს მიმართავს. სოლტმურადისთვის ეს სქემა მოსახერხებელია, მან ამ ფორმაციაში ორი გოლი გაიტანა. "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში სლუცკიმ შეხვედრის 52-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა, რაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ მწვრთნელის ნდობა დასასრულს უახლოვდება. პასუხისმგებლობის ტვირთი ახალგაზრდა გარემარბზე ზეწოლას ახდენს - მას სურს, თავი საუკეთესოდ წამოაჩინოს...

საერთოდ, დღეს "რუბინში" სტაბილურობა არც თამაშშია და არც შედეგებში. შეცდომებს აბსოლუტურად ყველა უშვებს: დუპენიდან კვარაცხელიამდე. ასეთ ვითარებაში ბაკაევი გახდა ერთ-ერთი გამამწვავებელი და ძლევამოსილი მოთამაშე შეტევაში, სადაც ჯორჯე დესპოტოვიჩის არყოფნის გამო აშკარა პრობლემებია. კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა, მისი პოზიცია სუსტდება და ბაკაევისთვის ეს ორივე ფლანგზე ასპარეზობის შესაძლებლობას იძლევა.

თავდაპირველად, ბაკაევი კვარაცხელიას კონკურენტად საერთოდ არ განიხილებოდა. დენის მაკაროვის წასვლის შემდეგაც, სოლტმურადმა საჭიროება ვერ დაამტკიცა. ანდერს დრეიერის მოსვლამდე, მარჯვენა ფლანგზე ადგილი ახალწვეულმა სეად ჰაკშაბანოვიჩმა დაიკავა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ლეონიდ ჩერნოგორიელის გუნდში ინტეგრირებას ცდილობდა, თუმცა არა საკუთარ პოზიციაზე. თავის მხრივ, სოლტმურადი მშობლიურ ფლანგთან ცოტა შორს იყო - სადღაც სათადარიგოთა სკამზე, სლუცკის გვერდით. ნახევარმცველმა შემდეგ მეტი პრაქტიკა მიიღო.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

altმაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

altკვარაცხელია შეცვალეს და უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - "რუბინი" ისევ დამარცხდა

alt"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ



მკითხველის კომენტარები / 13 /
ეხლა მე აქ სლუცკის და რუსებს დავუწერ და ვიცი რა რომ ისინიც ადევნებენ თვალყურს, წაიკითხონ: дуратский обзор! не бакаева с кварацхелией, или дрейера надо менять и приноравливать к команде, а этого сеада хакшабановича надо гнать в шею. или обяснить ему, что если игра командная, пусть не мешает хвиче и пусть ему пасы дает и видно, что у него гораздо меньше испонительской импровизацыи, чем у хвана. не для этой команды был парень, хотя против него лично нечего не имею. то, что работает много это + но тогда надо его на опорную зону и обяснить, чтобы как только получит мяч искал хвичу, дрейера и хвана. ქართველებისთვის, ვინც არ იცის რუსული ავხსნი: ჰაკშაბანოვიჩის მოსვლით აირია გუნდი. და მგონია რომ ხვიჩაზეც ეს მოქმედებს, რაღაც კომპლექსი გაუჩნდა თითქოს, რომ პასი უნდა გააკეთოს სულ. ერიდება თვითონ დრიბლინგებზე ხშირად წასვლა. სეადამდე აკეთებდა და ეტყობა გუნდელები გაგებით ეკიდებოდნენ და მგონია, რომ ამას ისეთი ჯმუხი გამომეტყველება აქვს რომ საყვედურს ეუბნება გასახდელში და ამის ხათრით იკავებს თავს. განა შიში და რამე, უბრალოდ მეგობარს არ უტეხავს, იმას რაღაც ვაჟნი უჭირავს და მოკლედ ერთი რომ ათამაშოს უსეადოთ ისევ გუნდი, საინტერესოა რა იქნება. ინ ბომი ბევრად მაგარი გამთამაშებელია, ვიდრე ეს
კაპიტან გარდენბურგი
04:11 10-12-2021
0
რუბინის დაცვა არის ძალიან სუსტი განსაკუთრებით ცენნტრში და მარჯვენა ფლანგზე. როდესაც კვარას უკეთ სამოშნიკოვი თამაშობს მარცხენა ფლანგი დაცვაშიც უკეთ გამოიყურება და კვარასაც ბურთით უკეთესად ამარაგებს. მაკაროვის წასვლა აშკარად დაეტყო რუბინს და თავდასხმაში ბევ შანსებს უშვებენ. ჰაკშაბანოვიჩი საერთოდ მოედანზე რას აკეთებს? ან დრაიერი? ყველა თამაშს ვუყურებ ხვიჩას გამო. ხვიჩას გამო მანდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რადგან ქართველია და ნიჭიერი ყველანაერად შეეცდებიან ყველაფრის მასძე დაბრალებას. ამ დროს სლუცკიმ დაკარგა გუნდის სადავეები და ბევვრად უფრო ნერვიულობს რომ სამუშაო არ დაკარგოს. თავის გადასარჩენად ეგენი ყველას გასწირავენ, თანი კარგად იციან რომ ხვიჩას გაყიდვას ხელი შეუშალეს, აგენტ ჯუღელის უსუსსურობა განსახილველიც არ არის. ხვიჩას კი ერთ ფლანგზე დგომა და ბურთის ლოდინი არაფერში წაადგება დღევანდელ ფეხბურთში. ფლანგებსაც უნდა იცვლიდეს და ცენტრშიც ხშირად გადადიოდეს , დაცვაში ჩამოდის მაგრამ უფრო ნაკლებ მონდომებულად ვიდრე შარშან. გარდა ამისა ჯინაში ჩადგომით ვერც ევერროპაში ითამაშებს დიდ გუნდებში და მეშინია გიორგი ჭანტურიას კარიერას არ დაემსგავსოს, რომელიც ბარსელონას ახალგაზრდულში წამყვანი ფეხბურთელი იყო, არ მოიცადა და რუსეთში გადასვლით თავიც და კარიერაც დაიღუპა.
niko
17:03 09-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული