მაკარიძე გმირობის შემდეგ თავის შანსს ელის - ლიდერების სამზადისი

AutoSharing Option
მიუხედავად "კოპა დელ რეის" დაპირისპირებაში გმირობისა (პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია), გიორგი მაკარიძეს სეგუნდა დივიზიონის მომდევნო ტურში თამაშის შესაძლებლობა მაინც არ მიეცა.

lavozdealmeria ქართველი მეკარის კლუბის მატჩისწინა მზადებაზე წერს:

"ალმერიას" მომდევნო შეხვედრა მოახლოვდა. შაბათს, 11 დეკემბერს, ისინი "რეალ სარაგოსას" უმასპინძლებენ და ზედიზედ ორი ფრის შემდეგ გამარჯვება სჭირდებათ. მწვრთნელისთვის სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოთამაშეები ორად გაიყვნენ და ერთმანეთთან ითამაშეს. პირველ გუნდში იყვნენ: მაკარიძე, აკიემე, მარტოსი, ჩუმი, ნიეტო, რობლესი, სამუ კოსტა, არნაუ, რამაზანი, ლაზო და
დიეგო სოუზა."

შეგახსენებთ, ქართველი კიპერის კონკურენტი ფერნანდო გუნდის კაპიტანია. დაველოდოთ, მთავარი მწვრთნელი რუბი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იქნებ გიორგის კარგი თამაში დაუფასდეს და როტაციის მეშვეობით, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობის შესაძლებლობა მიეცეს.

19 ტურის შემდეგ "ალმერია" 42 ქულით ლიდერია და ლა ლიგაში გადმოსვლის მთავარი კანდიდატიც.

altმაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

altმაკარიძე მომჯობინდა, მაგრამ ეს თამაშის გარანტიას არ ნიშნავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული