ქართველი ფორვარდის დუბლი, საგოლე პასი და ბომბარდირობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბექა მიქელთაძემ "ნიუკასლ ჯეტსის" შემადგენლობაში "ველინგტონ ფენიქსის" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი 4:0 გაიმარჯვა.

მიქელთაძეს 32-ე წუთზე შედეგიანი პასი ბუმალმა მიაწოდა, რომელიც "საბურთალოდან" გვახსოვს. ბექამ 52-ზე მეორე გაიტანა, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ბრაზილიელ პენიას გაატანინა.

შეგახსენებთ, ქართველი ლეგიონერი (რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია) ერთი გოლის ავტორი მანამდეც გახდა, რომელიც ახლად გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.

"ნიუკასლ ჯეტს" 5 ქულა აქვს, 19 დეკემბერს კი "მაკარტურს" ესტუმრება.

altქართველმა ფორვარდმა გოლი ახლადგარდაცვლილ მამას მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული