აბურჯანია 90-ე წუთზე შევიდა და ფრანგ თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურში გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინა თავი.

აბურჯანია "ჟილ ვისენტეს" მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა "პაკოშ ფერეირასთან" გასვლით მატჩში სასტარტოში არ დააყენა, მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და ყველას ეგონა გუნდები დაზავდებოდნენ.

90+5-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა მახვილგონივრული პასით მეტოქის მთელი დაცვა "მოჭრა", ასევე შეცვლაზე შესული ფრანგი ანტუან ლეოტეი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ჟილ ვისენტე" 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 19 დეკემბერს ჩემპიონატის თანალიდერ ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიქელთაძე კარგი აღნაგობის ფორვარდია და ცოტა წნევა რომ დაიგდოთ და გამოიძახოთ?
sddd
11:52 11-12-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული