"არც პენალტი, არ გაძევება დავითაშვილის წაქცევისთვის, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება" - "არსენალის" პრეზიდენტი აღშფოთებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცსკა-სთან მატჩში "არსენალის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მეტოქე გუნდის მცველმა მარიო ფერნანდესმა წააქცია და ტრავმა მიიღო. ტულური კლუბის პრეზიდენტი გურამ აჯოევი თვლის, რომ მსაჯი არასამართლიანად მოიქცა.

"მთლიანობაში ფრის თამაში იყო. პირველი ტაიმის დასასრულს დავითაშვილის წაქცევისთვის მსაჯმა პანინმა ნაღდი პენალტი არ დანიშნა და წესების დამრღვევი არ გააძევა.

ჩვენმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. სამსაჯო ენაზე ამას აშკარა გოლის გატანის საშუალების აღკვეთა ჰქვია. პლუს ტრავმის მიყენება. ადამიანი ნამატჩევს ყავარჯნებით გადაადგილდებოდა.

თამაშზე VAR-ი მუშაობდა, რომელზეც მსაჯი ტრუბინი
იჯდა. არც ნახვა, არც მითითება, არაფერი. რა საჭიროა VAR-ი, რომლისთვისაც კლუბები და მათ შორის "არსენალი" სერიოზულ ფულს იხდიან? ეს ჩვენი გასავალია, რომელიც გამოდის, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.

ისეთი თერთმეტმეტრიანი იყო, უფრო აშკარას ვერც მოიგონებდი. შედეგად აბსოლუტურად თანაბარ თამაშში, სადაც მოწინააღმდეგეზე უარესად ნამდვილად არ გვიასპარეზია, დავმარცხდით", - განუცხადა აჯოევმა "Р-Спорт"-ს.

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით "არსენალმა" განმარტებისთვის რუსეთის ფეხბურთის კავშირის საექსპერტო-სამსაჯო კომისიას მიმართა. თუმცა, ამას რაღა აზრი აქვს. ახლა მთავარია დავითაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული