ჰაკშაბანოვიჩის ცუდ თამაშს კვარაცხელიაც განაპირობებს - tatar-inform

AutoSharing Option
რუსული მედია "რუბინის" წარუმატებელი სეზონის შესახებ ისევ აქტიურად მსჯელობს. tatar-inform-ი წერს:

"გუნდში ახალწვეულებიდან მხოლოდ დრეიერთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან "რუბინი" ნამდვილად გააძლიერა. დანიელმა 12 მატჩში უკვე 7 გოლი გაიტანა, რაც ფლანგის ნახევარმცველისთვის კარგი სტატისტიკაა.

ჰაკშაბანოვიჩი ყაზანელთა შემტევ ხაზში ასეთი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის - 18 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ მონტენეგროელის მშობლიური პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, სადაც ხვიჩა კვარაცხელია უალტერნატივოა. მარჯვენა ფლანგსა და ნახევარდაცვის ცენტრში ჰაკშაბანოვიჩმა თავისი პოტენციალის გამოვლენა ჯერ ვერ მოახერხა."

სეად ჰაკსაბანოვიჩი
22 წლისაა. გასულ ზაფხულს "რუბინმა" ის შვედური "ნორჩოპინგიდან" გადაიბირა. მაშინ დაიწერა, რომ კლუბმა მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელიას მოახლოებული ტრანსფერის გამო შეიძინა. გოლის გარდა, მონტენეგროელს 2 საგოლე გადაცემაც აქვს.

შეგახსენებთ, "რუბინი" 18 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. რუსეთის პრემიერლიგა გაზაფხულზე განახლდება. 

alt"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ

altმაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან

altხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს - ცნობილი მწვრთნელი სეზონს აფასებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუბინის 3-4 თამაში ვნახე ამ სეზონში და ეს ჰაკშაბანოვიჩი არ მომეწონა.არ ვიცი რად უნდოდათ.ჩვენი ჯიღაურის ქსეროასლია.
Levani
18:21 15-12-2021
2
არადა რა სისულელეა.

ჰაკსაბანოვიცი 10ჯერ მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე დრეიერი.
მაგ დრეიერისგან შემთხვევით გატანილი (პენლებსაც ეგ ურტყავს, როცა დესპოტა არაა) გოლების გარდა არაფერი არ მინახია. იმენა უჩინამჩინია ტიპი მოედანზე )) ბაკაევიც კი ბევრად მირჩევნია მაგ დრეიერს.
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული