"გასულ ტურში "გენკთან" "გენტმა" გაიმარჯვა, მაგრამ ტრავმა მიიღო ვადის ოჯიდამ და შესაცვლელი გახდა, რომელსაც იმედია, ძალიან დიდხანს არ მოუწევს უქმობა. „ვადისი გამოჯანმრთელდა, თუმცა სამედიცინო შტაბის დასკვნით, ჯერ თამაში არ შეუძლია. ინდივიდუალურად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ვანჰეზებრუკმა.
მწვრთნელი თავისი გუნდის შეტევითი პოტენციალის გამო არ
ნერვიულობს, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან დარწმუნებულია შემადგენლობის სიღრმეში და ოჯიდას გამოკლება პრობლემას არ წარმოადგენს. "მეხელენის" დასამარცხებლად "გენტს" საკმაო "საბრძოლო მასალა" გააჩნია. უბრალოდ დაფიქრდით, როგორი შემცვლელებია მის განკარგულებაში: რომან ბეზუსი, ენდრიუ ჰიულსაგერი და სვენ კუმსი. ვანჰეზებრუკმა დასძინა, რომ ასევე არ ჰყავს ანგარიშიდან ჩამოწერილი გიორგი ჩაკვეტაძე".
შეგახსენებთ, "გენტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 გამარჯვება იზეიმა, ქვეყნის პირველობაზეც წარმატებულად ასპარეზობს, თასზეც და კონფერენს ლიგაზეც, ხოლო ჩაკვეტაძემ ჟუპილერ ლიგაში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდში დაკარგულ პოზიციას დაიბრუნებს.