ხვიჩას მშვენიერი თამაში ისევ შეუძლია - ყაზანური შეჯამება

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის პაუზაა, ადგილობრივი მედია კი მიმდინარე სეზონს აჯამებს. ყაზანური prokazan-ი "რუბინის" მდგომარეობასა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზე წერს:

"ყაზანის "რუბინი", რომელმაც გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა, სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალხარისხოვანი ლეგიონერებით კარგად გაძლიერდა და ამავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიაც შეინარჩუნა. ექსპერტების აზრით, ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი თუ არა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის კანდიდატი მაინც უნდა ყოფილიყო. არადა, 18 ტურის შემდეგ გუნდი მე-10 ადგილს იკავებს.

ამ ყველაფერს დადებითი მხარეებიც აქვს. ეგრეთ წოდებულმა კრიზისმა შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობისკენ წაახალისოს. თუმცა არსებობს
შეზღუდვები - ამჟამად "რუბინს" რვა ლეგიონერი ჰყავს და მიმდინარე ზამთარში ყაზანს არც ერთი მათგანი არ დატოვებს. ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარი აქცენტი შიდა ბაზარზე უნდა გაკეთდეს.

ყაზანელთა მთავარი ინტერესის სფეროში მოსკოვის "სპარტაკის" 23 წლის ფორვარდი ალეკსანდრ ლომოვიცკია და მასთან კონკრეტული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

Sportall.Ge

გასულ ზაფხულს ყველამ გაიგო, რომ "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანიდან ევროპულ ტოპ-კლუბში წასვლას აპირებდა. როგორც გაირკვა, ყველა ეს საუბარი უსაგნო და უსაფუძვლო იყო - ახალგაზრდა გარემარბი რუსეთში დარჩა. ამის შემდეგ ხვიჩა უნებურად კრიზისსა და დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც შემდგომში მთელ გუნდზე გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კლუბისთვის წარუმატებელი იყო (17 მატჩში 1 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს), მის სატრანსფერო ბაზარზე ფასი არ დავარდნილა. ახლა ის ისევ 18 მილიონი ევროს ღირს, როგორც ექვსი თვის წინ. ყველაფერი ეს დიდწილად შვედეთის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშით არის განპირობებული, როცა ქართველმა გარემარბმა დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზური უბოძა.

როგორც ვხედავთ, კვარაცხელიას ჯერ კიდევ შეუძლია მშვენიერი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ არა "რუბინში". შესაძლებელია, თუ ამ ზამთარს შეთავაზება სერიოზული კლუბისგან მიიღეს, ფეხბურთელი მაშინვე ევროპაში წავიდეს. თუ არა, მაშინ ტრანსფერს ისევ მოუწევს ლოდინი, სულ მცირე, ზაფხულამდე.

"რუბინს" ევროტურნირებზე გასვლა რუსეთის თასის მოპოვებით შეუძლია - ასე რომ, მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისთვის დროის მიცემა ისევ შესაძლებელია.

altჰაკშაბანოვიჩის ცუდ თამაშს კვარაცხელიაც განაპირობებს - tatar-inform

altხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს - ცნობილი მწვრთნელი სეზონს აფასებს



მკითხველის კომენტარები / 5 /
აი რას ნიშნავს ნაკრებში კარგი თამაში
სოსო
16:29 16-12-2021
0
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:59 16-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული