კაშიასა და კანკავასთან კიდევ ერთი ქართველი? - ვაისის გუნდის მიზნები

AutoSharing Option
უკრაინული meta-ratings-ი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"კიევის "დინამო" შესაძლოა, საკუთრებაში მყოფ გიორგი წიტაიშვილს დაემშვიდობოს, რომელიც იჯარით "ჩერნომორეცში" გამოდის.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სლოვაკეთის ჩემპიონის - ბრატისლავის "სლოვანის" ყურადღების ცენტრში მოექცა.

Sportall.Ge

არსებული ინფორმაციით, სლოვაკური კლუბი ასევე ელოდება, რომ ახალგაზრდებს შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავის რიგებში იჯარით მიიწვიოს, შემდეგ კი კიეველებს ორი მილიონი ევრო შესთავაზოს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს."

შეგახსენებთ, "სლოვანს" ვლადიმირ ვაისი წვრთნის. სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან. რაც შეეხება წიტაიშვილს - უკრაინის პრემიერლიგის 13 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.

altწიტაიშვილი უკმაყოფილოა -

შანსის მისაღებად მარსის ჩემპიონატი ხომ არ უნდა მოვიგოთ?

altწიტაიშვილი: "ბეშიქთაშის" ვარიანტი არც განმიხილავს, დიდ გუნდში უნდა გადავიდე

altვაისი: ყველანი კანკავას და კაშიას მსგავსები რომ იყვნენ, "სლოვანი" სულ სხვა გუნდი იქნებოდა


მკითხველის კომენტარები / 9 /
სლოვანში უფრო გაიხსნება და გამოჩნდება. ამ ეტაპზე გამართლებულია ნამდვილად. მაგას ყველაფერი წინააქვს.
ლევან მაღლაკელიძე
21:31 20-12-2021
0
ეხლა სადაცა მაგას კი ჯობია სლოვანი, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მაინც მოხვდებიან და უფრო მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს, თავისუფლად შეუძლია სლოვანში გუნდის ლიდერი გახდეს, დინამოს არ ჭირდება და უკრაინის სოფლის გუნდებში როდემდე იაროს
გოგა
23:24 19-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული