მიქაუტაძემ მოუკლო - "სერენი" უკან-უკან მიდის

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე "კორტრიკთან" 0:2 დამარცხდა.

სტუმრები პირველ ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა მასპინძელთა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ მოახერხეს ორი გოლის გატანა და უპრობლემოდ გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და სამწუხაროდ, ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა, თანაც თუ წინა შეხვედრებში აქტიურობდა, ამჯერად სრულად განეიტრალებული იყო. რაც შეეხება მის "სერენს", ჩემპიონატზე მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა საერთო ანგარიშით 2:12, 19 ქულით მე-16 ადგილზეა და 27 დეკემბერს გასვლაზე "მეხელენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კომენტარებს ვეთანხმები-ყველა ერთ აზრზე ვართ.გიორგი შემტევი გუნდის თავდამსხმელია,ნაკრებშიც მაშინ გაიტანა როცა შევუტიეთ რუმინეთს და როცა გუნდს არაფერი გამოსდიოდა არც მას გამოუვიდა არაფერი.ასე რომ ჩვენმა გუნდმაც უნდა შეუტიოს. ინძაგი რო გყავდეს თუ არ შეუტიე ისიც ვერ შეაგდებს გოლს.
Levani
18 დეკემბერი 2021 13:33
0
სერენი უმაღლეს ლიგაში გადავიდა და იქ თამაშის გამოცდილება,თითქმის არავის აქვს.გამოცდილებას კი,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.როცა გოლების გატანა თითქმის მთლიანად ორ ფეხბურთელზეა მიგდებული,ჩაკეტავ ამ ორს და გოლს ვეღარავინ გაგიტანს.კვარაცხელიასაც და რუბინსაც ხომ ასე უკეთებენ.ასაკიდან გამომდინარე,ვერც მიქაუტაძე იქნება სტაბილური,მისი მეწყვილის ასაკი არ ვიცი,მაგრამ მგონი ისიც ახალგაზრდაა.ბელგიურმა კლუბებმა ალღო აუღეს მათ თამაშს და სერენსაც გაუჭირდა.ეს მოსალოდნელი იყო.კლასიან გუნდში,სულ ცოტა გუნდის ნახევარი მაინც უნდა უქმნიდეს საფრთხეს,მეტოქის კარს.სხვანაირად არაფერი გამოვა.იმედია გუნდის მწვრთნელს ეყოფა უნარი,უფრო მრავალფეროვანი გახადოს სერენის შეტევა.გასული საუკუნის დიდი დინამოს ზეობაში,ქუთაისის ტორპედოც გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში,ორი შესანიშნავი ფეხბურთელის,მერაბ მეგრელაძის და დევიზ დარჯანიას ძალისხმევით.მათ უამრავი გოლი გაჰქონდათ და ასე გააგრძელეს უმაღლეს ლიგაშიც,მაგრამ მალე მათი თამაში გაიშიფრა და მიუხედავად იმისა,რომ კვლავაც ბევრი გაჰქონდათ,მათი გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა გუნდის უმაღლეს დონეზე დასარჩენად.ქუთაისელი არა ვარ და ტორპედოს ყველა თამაშს ვერ ვუყურებდი,მაგრამ რაც მინახია და რასაც ვკითხულობდი,მგონი სიმართლეს ვამბობ.ვფიქრობ,აქ სტაჟიანი ქუთაისელი გულშემატკივრებიც კითხულობენ და იმედი მაქვს თავის აზრს გამოთქვამენ.უბრალოდ სასიამოვნო გასახსენებელია ამ დუეტის ბრწყინვალე თამაში,საკმაოდ სუსტი,მაგრამ სიმპათიური გუნდის ფონზე.სერენსაც გამოცდილი ფეხბურთელების დამატება მოუწევს,თუ გავარდნა არ უნდათ.
სოსო
18 დეკემბერი 2021 12:36
0
ფორვარდს მაშინ გააქვს ბევრი გოლები როცა გუნდი უწყობს ხელს როცა უმაღლეს ლიგაში გადადიხარ და თან ისეთ ძლიერ ლიგაში როგორიც ბელგის ჩემპიონატია ვფიქრობ უფრო მეტი უნდა დახარჯო და უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები უნდა დაიმატო ფაქტიურად იგივე შემადგენლობით თამაშობენ რა შემადგენლობაც ყავდათ მე 2 ლიგაში და ასე წარმატებას ვერ მიაჰწევენ რაც შეეხება მიქაუტაძეს წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს შემდეგ შეხვედრებში გაიტანს გოლებს მაგრამ თუ პარტნიორები არ შეუწყობენ ხელს მარტო ვერაფერს ვერ იზამს.
გოჩა
18 დეკემბერი 2021 03:55
0
ჩემი აზრით აქ პრობლემა გუნდშია და არაა მიქაუტაძეში გუნდი თუ ვერ თამაშობს იქ ერთი ფეხბურთელი ვერაფერს ვერ იზამს ,როგორი მაღალი კლასის ფეხბურთელიც არ უნდა იყოს რაც შეუძლია აკეთებს.
რასაც ვუყურებ სერენი არ არის ბელგის უმაღლესი ლიგის დონის გუნდი ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს ერთი ორი გამონაკლისის მატჩის გარდა) თითქმის ყველა პასი და მოქმედება არის სწორხაზოვანი და გაშიფვრადი არანაირი კომბინაცია ფანტაზია და ტაქტიკა.
პლიუს ძალიან დაბალი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდი 100 დან 90% მეცის დუბლებიდან მოყვანი ფეხბურთელებით არისშევსებული მთელი კლუბი ამ ფეხბურთელებს არ აქვთ გამოცდილება ასეთ მაღალ დონეზე თამაშის გუნდური თამაში არ აქვთ.
მე ვფიქრობ რომ ზამთარში თუ ეს გუნდი არ გაძლიერდა და რამდენიმე კარგი კვალიფიციური ფეხბურთელი თუ არ დაიმატეს აშკარა გავარდნის კანდიდატია და არც ამათი თამაში არ გამოსწორდება.
გიორგი
18 დეკემბერი 2021 03:48
0

სიახლეები პოპულარული