ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრემიერლიგის გუნდების დაინტერესების თაობაზე. ყველაზე მეტად "ევერტონი" აქტიურობს. ეს liverpoolecho-მაც
დაადასტურა. footballtransfertavern-ი კი იტყობინება, რომ ლივერპულური გუნდის ფანები მომავალ თვეში ქართველის შეძენას მოითხოვენ, რამეთუ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნევენ.
РБ Спорт-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა:
"ევერტონი" "რუბინზე" ყველაფრით უკეთესია. ეს ხვიჩასთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერლიგაში თამაშის საშუალება ყველას როდი ეძლევა. ვფიქრობ, ინგლისში კარგა ხანს მოუწევს ჩემპიონატთან
ადაპტირება. ხვიჩას კარგად გამოსდის თავისუფალ სივრცეში თამაში, სადაც თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს: დრიბლინგს, სისწრაფეს. რაც მალე წავა, მით უკეთესი".
ამავე გამოცემასთან კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერის" და "ევერტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა:
"ხვიჩას "ევერტონში" გადასვლა შესაძლებელია. იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. თუ ენას სწრაფად ისწავლის, ახალ ვითარებას შეეგუება და პრემიერლიგაში ადაპტირებას სწრაფად შეძლებს".