"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე

AutoSharing Option
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრემიერლიგის გუნდების დაინტერესების თაობაზე. ყველაზე მეტად "ევერტონი" აქტიურობს. ეს liverpoolecho-მაც
დაადასტურა. footballtransfertavern-ი კი იტყობინება, რომ ლივერპულური გუნდის ფანები მომავალ თვეში ქართველის შეძენას მოითხოვენ, რამეთუ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნევენ.

РБ Спорт-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა:

"ევერტონი" "რუბინზე" ყველაფრით უკეთესია. ეს ხვიჩასთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერლიგაში თამაშის საშუალება ყველას როდი ეძლევა. ვფიქრობ, ინგლისში კარგა ხანს მოუწევს ჩემპიონატთან
ადაპტირება. ხვიჩას კარგად გამოსდის თავისუფალ სივრცეში თამაში, სადაც თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს: დრიბლინგს, სისწრაფეს. რაც მალე წავა, მით უკეთესი".

ამავე გამოცემასთან კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერის" და "ევერტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა:

"ხვიჩას "ევერტონში" გადასვლა შესაძლებელია. იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. თუ ენას სწრაფად ისწავლის, ახალ ვითარებას შეეგუება და პრემიერლიგაში ადაპტირებას სწრაფად შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რადგანაც კოკლოსკოვი ხვიჩას გადასვლას ევერტონში არ ეწინააღმდეგება და პირიქით, მისი დროულად წასვლის მომხრეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩას მწვანე აუნთეს. ეს კი როგორც ჩანს,აბრამოვიჩის და კიდევ ერთი რუსი მილიარდერის ინტერესია, მათ ევერტონზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. როგორც ჩანს,საიმანოვს აწვებიან 15 მლნ.დოლარად გაყიდოს.ეტყობა ამის გამო წამოიკნავლა საიმანოვმა 20 მლნ.დოლარს თუ გადაიხდიან წინააღმდეგი არ ვიქნებიო. რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს.საიმანოვს არ გამოუვა ვაჭრობა, ალბათ ხვიჩაში 15-ს გადაუხდიან. ერთი ჩანაფიქრიც უნდა ქონდეს აბრამოვიჩს, ხვიჩას ერთი წელი შეასწავლიან თანამედროვე ფეხბურთის ანაბანას ევერტონში და მერე ჩელსიში ასევე იაფად გადაიყვანენ. კოლოსკოვმა.უკვე იცის, რომ ხვიჩას გარკვეული პერიოდი მოამზადებენ და მერე ათამაშებენ ძირითადში. კანჩელსკი კიდე იმაზე მიუთითებს, რომ ხვიჩამ ინგლისური ენა სასწრაფოდ უნდა შეისწავლოსო. მთელი რუსეთი აღიარებს ხვიჩას გენიოსობას და კოლოსკოვის ავტორიტეტიც დიდია.ასე იქნება ეს,აგერ თქვენ და აგერ მე.ხვიჩას კონტრაქტში ვერც ჯუღელი ჩაერევა.საფიქრებელი ის იქნება ხვიჩას კონტრაქტის პირობები კაბალური არ იყოს.კარგია პრემიერ ლიგა, მაგრამ მაინც შარია რუსული გარემოცვა
გიგა
24 დეკემბერი 2021 02:45
0
არ მესმის რატომ უნდა წერო უარყოფითი კომენტარები კვარაცხელიაზე.უნიჭიერეს ბიჭზე, რომელიც ახლა იწყებს კარიერას და რაც კარგი გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ მისით გააკეთა.
ჯერ იყო და ფასი რატომ გადევს 18 მილიონიო იმას გადააყოლეს, არადა ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი და ხვიჩა რა შუაშია, მერე ნაკრებში ვერ ჩამოვიდა ტრავმის გამო და ნახევარმა საქართველომ ზედ გადაუარა, სულ მოღალატე ეძახა, ახლაა და ამ ჭორებს გადააყოლეს.
ჩამოყალიბდით რა გინდათ. დაიწეროს ეგ ჭორები თქვენ რამე გაკლდებათ?
უცხოელი ჟურნალისტები წერენ ამ ჭორებს და მიიღეთ ჩვეულებრივ მოვლენად. ყველა ფეხბურთელზე იწერება აქ გადადის იქ გადადის, თუ არ და ვერ გადავა სხვა გუნდში, თქვენ არავინ დაგაბრალებთ. თავის თავს მიხედავს თვითონ
ერთი რაც შეუძლია და ევალება გულშემატკივარს გამხნევებაა და ამის გარდა ყველაფერს აკეთებს აქაური "ფანობა".
რუსისგან რა უნდა გამიკვირდეს.
Winter
20 დეკემბერი 2021 17:50
0
დაიწყო ისევ მეორე სერია შარშან როცა გაცილებით უფრო მაგრად თამაშობდა მაშინ არავინ წაიყვანა და ამ სეზონში როცა არაფერი გამოზდის კლუბში ახლა წაიყვანენ ? ნონსენსია კვარაცხელია არ არის ჯერ არც ევერტონის და არც მილანის დონე ფეხბურთელი ჰა ჰა მაქსიმუმ სპარტაკში გადავიდეს ამ თამაშით რაის ტოპ კლუბი
გიო
20 დეკემბერი 2021 03:30
5
ეს თუ მართალია ცუდი ვარიანტი იქნება ხვიჩასთვის ! კარგად გამოსდის თავისუფალ სივრცეში თამაშიო რომ ამბობს კანჩელსკისი სად ნახა პრემიერლიგის თამაშებში თავისუფალი ადგილები ? პირიქით მოედნის ყოველ მონაკვეთში ბრძოლა და ჩეხვაა და ხვიჩას ნაღდად გაუჭირდება იქ ! კარგი იქნება ჯერ სადმე კონტინენტზე ითამაშოს ან იტალიაში ან გერმანიაში ან ჰოლანდიაში (მარტო აიაქსში სხვაგან არა) 1-2 წელი და მერე უკვე პრემიერლიგაში გადასვლაც შეიზლება
zura222
19 დეკემბერი 2021 23:55
7
გეყოფაᲗ გადხედეᲗ.ფასებს,ჯერ ერᲗი კონტრაქტი აქვს რას აწერდა 4წლიანია Თუ 5 წლიამი ხელს,ბოლო ბოლო იქ დაამტკიცე სადაც.ხარ.პრომესი ჰალკი,კარლოსი რამდენი ᲩამოვᲗვალო,ᲗამაᲨობდნენ რუსეᲗᲨი რა გახდა ბოლო,ბოლო იᲗაᲨოს და წაიყვანენ ბიჯოოოოს.რა Შე....გაცადეᲗ პელე არ არის.ხვიᲩა ინსინიეს.დონის ჯერკერობიᲗ.და ინსინიე ევროპის Ჩემპიონი Ღირს 20 აᲗასი.







გოჩა
19 დეკემბერი 2021 21:17
24
რუსეთის პადვლის იქით არ უნდა გაგახედოთ და საერთოდ ფეხბურთიც არ უნდა გაყურებინოთ კაცმა ეგეთი ჩაბნელებულები რომ ხართ. კოკორინები და გოლოვინები უნდა თამაშობდნენ მონაკოებში და ფიორენტინებში? და ქართველი კიდე დიდხანს უნდა ლპებოდეს და პახაობდეს ამ ღრუსეთში? როცა მოთხოვნა იყო მაშინვე უნდა წასულიყო სერიოზულად როცა აპირებდნენ მილანი და იუვენტუსი, 20 მილიონი რომ არ დაედოთ ფასი ეხლა იქ იქნებოდა და ეს ბნელები არ იქნებოდით კმაყოფილი. მთელი მსოფლიო იძახდა რომ ეხლავე რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავიდესო ტოპლიგაში, მაგრამ ამ რუსეთში ხო ყველას სხვანაირად გაქვთ ტვინი შეტრიალებული რომს მთელი მსოფლიო რომს ეძახის მარტო რუსი კვატიები ეძახიან "რიმს" სხვა აბა ვინ და ასე შენდეგ... პირიქით რაც ახალგაზრდა წახვალ მით უკეთესია უცხოეთში უფრო მალე გაძლიერდები და ახვალ იმ დონეზე, ადაპტაციის მხრივად აუცილებელია რაც შეიძლება ახალგაზრდა უნდა ჩახვიდე იქ მერე ძნელია უფრო. ამ დამპალი რუსი ბებრების სტრატეგიაც ეგაა უნდა დააბერონ ჯერ კარგად რუსეთში გაარუსონ მაქსიმალურად და მერე გაუშვან რომ ადაპტაციაც გაუჭირდეს და ვეღარ ითამაშოს მაშინ იქნებიან ბედნიერები. ახალგაზრდა ბრწყინვალე ქართველი ევროპაში ეს არის მძ.... რი რუსების კოშმარი ჯოჯოხეთი ურჩევნიათ ოღონდ ეგ არ ნახონ.
Cecxli.
20 დეკემბერი 2021 02:46
1
ესენი ხომ არ იგონებენ, ინგლისური და რუსული გამოცემები ავრცელებენ ინფორმციას. არ გაგვაგებინონ?
ილო
19 დეკემბერი 2021 21:15
0
რუსულ საიტებზე რომ ვკითხულობ ხვიჩაზე ირონიულ კომენტარებს, ის მაბრაზებს და არც ქართველები ჩამორჩებიან. ბიჭს ისეთი ფასი დაადეს, არ შედგა ტრანსფერი, გამწარებულია და თანადგომის ნაცვლად ასე უნდა მოექცეთ?
სანდრო
19 დეკემბერი 2021 21:13
2
მოიცათ რა ევერტონი სირცხვიალია,ბაიერნი ან რეალი,ისიც დროებით მერე მარსზე,მოწიწებით ისაუბრეთ და წერეთ კვატაცხელიაზე,მომდევნო ხუთი წელი ოქროს ბურთის მფლობელი იქნება..ეთაყვანეთ კვარაცხელიას…
vova
19 დეკემბერი 2021 20:43
50
კოკორინებს მიხედე შენი პრიმატი ვასია
Beria
20 დეკემბერი 2021 02:49
0
გიცანით ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ
Levani
20 დეკემბერი 2021 00:10
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული