ქეცბაია ცენტრფორვარდს ეძებს - სწრაფი და შედეგიანი

AutoSharing Option
კვიპროსული balla თემურ ქეცბაიასა და მისი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე წერს:

"ანორთოსისი" და ქეცბაია ცენტრფორვარდით გაძლიერებას ცდილობენ. ქართველმა სპეციალისტმა ნათლად აჩვენა, რომ მას ამ პოზიციისთვის თანხის გამოყოფა სჭირდება.

რამდენიმე მახასიათებელი გამოკვეთილია, თუ რა სურს მთავარ მწვრთნელს - ახალი შემტევი მობილური და სწრაფი იყოს. თუ ფამაგუსტელთა ფორვარდებს გადავხედავთ - ლაფერტი 193 სმ-ია, კაჭარავა კი - 198.

ცენტრფორვარდს, რომელიც თემურის ინტერესის სფეროში იქნება, ბურთის დამუშავება უნდა შეეძლოს. ასევე, მისი უპირატესობა სხვა შემტევებისთვის სივრცის შექმნა და კარგი შემსრულებელობა უნდა იყოს.

კლუბში მშვენივრად იციან, რომ
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალი დონის მოთამაშის დამატება რთულია და ზაფხულამდე მოთმენა იქნება საჭირო."

"ანორთოსისი" წლის უკანასკნელ შეხვედრას 22 დეკემბერს, "პაეკთან" გამართავს. კაჭარავას გარდა, გუნდში გიორგი ლორიაც გამოდის. ფამაგუსტელებს 13 შეხვედრაში 19 ქულა, ბურთების ბალანსი კი 19:18-ზე აქვთ.

altქეცბაია ზედიზედ მეორე გამარჯვებამ გაახარა და ბოლომდე ბრძოლას აპირებს

altროგორ ახერხებს ამას ქეცბაია? - კვიპროსული გამოცემა ქართველის ხასიათით გაოცებულია


მკითხველის კომენტარები / 9 /
ავტორმა ისე დაწერა თითქოს სიმაღლე იყოს ნაკლი. ბევრს გემახსოვრებად 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში თამაშობდა ლივერპულელი 201 სმ სიმაღლის პიტერ კრაუჩი. საკმაოდ კარგი გოლეადორი.
muro
18:38 21-12-2021
0
ქეც ერტს გტხოვ ქარტველი არ აიყვანო არ დაგიფასებენ მაგარო
aron
17:26 21-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული