ქეცბაია ცენტრფორვარდს ეძებს - სწრაფი და შედეგიანი

AutoSharing Option
კვიპროსული balla თემურ ქეცბაიასა და მისი კლუბის სატრანსფერო გეგმებზე წერს:

"ანორთოსისი" და ქეცბაია ცენტრფორვარდით გაძლიერებას ცდილობენ. ქართველმა სპეციალისტმა ნათლად აჩვენა, რომ მას ამ პოზიციისთვის თანხის გამოყოფა სჭირდება.

რამდენიმე მახასიათებელი გამოკვეთილია, თუ რა სურს მთავარ მწვრთნელს - ახალი შემტევი მობილური და სწრაფი იყოს. თუ ფამაგუსტელთა ფორვარდებს გადავხედავთ - ლაფერტი 193 სმ-ია, კაჭარავა კი - 198.

ცენტრფორვარდს, რომელიც თემურის ინტერესის სფეროში იქნება, ბურთის დამუშავება უნდა შეეძლოს. ასევე, მისი უპირატესობა სხვა შემტევებისთვის სივრცის შექმნა და კარგი შემსრულებელობა უნდა იყოს.

კლუბში მშვენივრად იციან, რომ
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალი დონის მოთამაშის დამატება რთულია და ზაფხულამდე მოთმენა იქნება საჭირო."

"ანორთოსისი" წლის უკანასკნელ შეხვედრას 22 დეკემბერს, "პაეკთან" გამართავს. კაჭარავას გარდა, გუნდში გიორგი ლორიაც გამოდის. ფამაგუსტელებს 13 შეხვედრაში 19 ქულა, ბურთების ბალანსი კი 19:18-ზე აქვთ.

altქეცბაია ზედიზედ მეორე გამარჯვებამ გაახარა და ბოლომდე ბრძოლას აპირებს

altროგორ ახერხებს ამას ქეცბაია? - კვიპროსული გამოცემა ქართველის ხასიათით გაოცებულია


მკითხველის კომენტარები / 9 /
ვოლკოვი იყიდოს!!! გაუმართლებს იმედებს!
Vasili
13:25 21-12-2021
1
კარგი თავდამსხნელი არა ყავს და მაინც შედეგს დებს და თუ იყიდა მართლა გამოაჩენს რო მაგარი სპეციალისტია
შოკირებული გულშემატკივარი
12:14 21-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული