ქართველების ოთხშაბათი - "მშრალი" ლობჟანიძე და ქეცბაიას სირთულე

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 22 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო 2 შეხვედრა გაიმართება - თურქეთში საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" ითამაშებს, კვიპროსში კი - თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა გამოდიან.

თურქეთის სუპერლიგაში მე-18 ტური მიმდინარეობს. "ჰათაისპორი" 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი "ბეშიქთაშს" გაუთანაბრდება. საბას გუნდს სერიოზული სტუმარი ჰყავს (18:00 საათზე) - მეორეადგილოსანი "ქონიასპორი", რომელსაც 33 ქულა აქვს.

გუშინდელი გამარჯვებით ("ალთაისთან" 2:1) ლიდერი "ტრაბზონსპორი" მდევრებს ძალიან გაექცა (45 ქულით) და საჩემპიონო საკითხზე ინტრიგა ძალიან მცირეა.

27 წლის ლობჟანიძეს შედეგიანი
სეზონი აქვს - 4 გოლი და 6 საგოლე პასი, თუმცა 30 ოქტომბრის შემდეგ თავი აღარ გამოუჩენია.

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" გადადებულ შეხვედრას გამართავს - "პაეეკს" ესტუმრება. ფამაგუსტელები 19 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და თუკი გაიმარჯვეს, "პაფოსის" გადასწრებას შეძლებენ. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ქეცბაიას გუნდს 2022 წლის 4 იანვრიდან 3 თებერვლამდე ძალიან რთული კალენდარი აქვს - ჩემპიონატში 5 შეხვედრას გამართავს, თასზე კი - ორს. "არისის“ შემდეგ ზედიზედ ოთხი დერბი აქვთ - "აპოელთან", "აელთან", "აეკთან" და "ომონიასთან", შუალედში კი თასის პირველი მატჩია - "პაფოსთან".

altქეცბაია ცენტრფორვარდს ეძებს - სწრაფი და შედეგიანი

altქეცბაია ზედიზედ მეორე გამარჯვებამ გაახარა და ბოლომდე ბრძოლას აპირებს

altლობჟანიძე სომეხ ფორვარდთან ერთად გამოარჩიეს - უცხოელთა საუკეთესო 11-ეული

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქეცბა!
georgian
17:40 22-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული