"ანორთოსისი" და ქეცბაია ცენტრფორვარდით გაძლიერებას ცდილობენ. ქართველმა სპეციალისტმა ნათლად აჩვენა, რომ მას ამ პოზიციისთვის თანხის გამოყოფა სჭირდება.
რამდენიმე მახასიათებელი გამოკვეთილია, თუ რა სურს მთავარ მწვრთნელს - ახალი შემტევი მობილური და სწრაფი იყოს. თუ ფამაგუსტელთა ფორვარდებს გადავხედავთ - ლაფერტი 193 სმ-ია, კაჭარავა კი - 198.
ცენტრფორვარდს, რომელიც თემურის ინტერესის სფეროში იქნება, ბურთის დამუშავება უნდა შეეძლოს. ასევე, მისი უპირატესობა სხვა შემტევებისთვის სივრცის შექმნა და კარგი შემსრულებელობა უნდა იყოს.
კლუბში მშვენივრად იციან, რომ
"ანორთოსისი" წლის უკანასკნელ შეხვედრას 22 დეკემბერს, "პაეკთან" გამართავს. კაჭარავას გარდა, გუნდში გიორგი ლორიაც გამოდის. ფამაგუსტელებს 13 შეხვედრაში 19 ქულა, ბურთების ბალანსი კი 19:18-ზე აქვთ.
ქეცბაია ზედიზედ მეორე გამარჯვებამ გაახარა და ბოლომდე ბრძოლას აპირებს
როგორ ახერხებს ამას ქეცბაია? - კვიპროსული გამოცემა ქართველის ხასიათით გაოცებულია