წიტაიშვილს ისევ ქართველი ლეგიონერის კლუბს უკავშირებენ

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევ გიორგი წიტაიშვილს, რომელიც კიევის "დინამოს" ეკუთვნის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანის" შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის კლუბს უკავშირებენ - ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს".

უნგრული Nemzetisport-ი 21 წლის ფეხბურთელის აღწერისას წერს:

"20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ, 60 მეტრი ირბინა და მესამე გოლი გაიტანა... ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოსგან უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მიწვევას ამაოდ ელოდა და შემდეგ ვილი სანიოლის გუნდში გამოჩნდა."

უკრაინის ჩემპიონატში ახლა ზამთრის შესვენებაა. "ჩერნომორეცი" მე-13 ადგილს იკავებს, გიორგის ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი გოლია. რაც შეეხება "ფეჰერვარს" - უნგრეთის ჩემპიონატში მეოთხეა. მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ მეტოქეთა კარი 2
-ჯერ აიღო.

altკვირკველიას წიტაიშვილის შეჩერება მოუწევს - საინტერესო კვირა

altწიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცის" მიმართ უკრაინულ მედიაში საკმაოდ დიდი ინტერესია

altკაშიასა და კანკავასთან კიდევ ერთი ქართველი? - ვაისის გუნდის მიზნები

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ უკაინის მოქალაქე იყო მეც ვლანძღავდი მარა ვინ თამაშობს გიოზე მეტად გულიანად სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ ნაკრებში
ტოტტი
14:13 23-12-2021
0
ქეცბაიას ანართოსის იქნება საბოლოო ნავსაყუდელი, თან კლიმენტა თამაშობდა ადრე თემურთთან.
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული