voetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

AutoSharing Option
voetbalnieuw-მა „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს წერილი მიუძღვნა, რომელიც განაცხადში ვერ ხვდება და შეიძლება მალე გუნდის გამოცვლა მოუწიოს:

„გენტის“ საუკეთესო ფეხბურთელი თავისი მოქმედებით შოკში გვაგდებს

„შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჩაკვეტაძე სრულად გაქრა „გენტის“ მხედველობის არიდან. მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ-ტალანტზე, მაგრამ ქართველმა ახლა დასკვნები უნდა გამოიტანოს.

ამ სეზონში ჩაკვეტაძე, როგორც იქნა, თავისი კარიერის საჭირო მიმართულებით წარმართვასთან ახლოს იყო. ტექნიკური და გამოცდილი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთი უდიადესი ტალანტი იყო, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო თავისი
პოტენციალის სრულად რეალიზება. სეზონის დასაწყისში ისე მოჩანდა, რომ ჩაკი მაინც მოახერხებდა „გენტში“ თავისი კვალის დატოვებას. ეს სეზონი მისთვის ახალი სტარტის მანიშნებელი იყო.

ვანჰეზებრუკი თანდათან აძლევდა სათამაშო დროს ტრავმებისადმი მიდრეკილ ქართველს, რაც რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. პირველად სეზონში „მეხელენთან“ გამოჩნდა, როდესაც შეცვლაზე 21 წუთით შევიდა და ეს კლასის საჩვენებლად საკმარისი აღმოჩნდა. „მას ჯერ კიდევ აქვს კარგი ფეხები“, - თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა. გავიდა სულ ცოტა დრო, ვიდრე გუნდის თავკაცი თავის დიად, მაგრამ მყიფე, ნიჭიერ ფეხბურთელს ბაზაზე შეაქებდა.

Sportall.Ge

ასე იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრებში. მაშინ ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახლდათ. „მხოლოდ გიორგიმ ითამაშა თავისი ნორმის ფარგლებში“, - გაისმა უკანასკნელ ცნობებში. ვანჰეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი კრეშენდოა და უმატებს: „მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება, ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს“.

ეს ოპტიმისტური სიგნალები სერიოზულ იმპულსს ნიშნავდა ფეხბურთელისა და გუნდისათვის. ის კონტრაქტის მიხედვით აღმოსავლეთ ფლანდრიაში ოთხი წელი მუშაობდა და ეს პერიოდი რამდენადმე უნაყოფო იყო თვითნაბადი ნიჭის მქონე ოქროს ქართველისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ (კლუბის გენერალური დირექტორი) ტრანსფერზე „ტოტენჰემის“ წინადადებაც კი უარყო. „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონ ევროდაც კი არ გავუშვებთ. მის ერთი ან ორი წლით დატოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ლუვაჟიმ 2018 წელს.

თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, მან სწორი მიმართულება დაკარგა. ვანჰეზებრუკი თავის ათიანს ხშირად განაცხადს მიღმა ტოვებს. ასე მოხდა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში. ეს ძალიან საგანგაშოა.

„გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია. ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში და, თავად იქმნი პრობლემებს“, - ბრძანა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე.

Sportall.Ge

უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას ჩაკვეტაძემ დიდი შრომისუნარიანობით არ გამოიჩინა თავი, რაც „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა.

ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩაკვეტაძე „გენტში“ უკანასკნელ კვირებს ითვლის და გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხაზგასასმელია: ჩაკვეტაძე შეიძლება ევროპის რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდეს. ჯერ უცნობია, რომელი კლუბია მზად მის ასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გააჩნია, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია. უკანასკნელ წლებში რომ თამაში თითქმის არ უწევდა, ჩაკვეტაძისთვის პლუსი არაა.

ეს უეჭველია, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძიებაში პრობლემას შეუქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო რამდენიმე წლის წინ. 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".

მკითხველის კომენტარები / 39 /
კაცი რომ მწვერვალიდან დაშვებას იწყებს ძნელია შეჩერება და მწვერვალისკენ შებრუნება, ამიტომ ბოლომდე უნდა დაეშვა და ახალი ძალით შეუტიო მწვერვალს. მაგრამ როგორ შეუტევ ახალი ძალით თუ სათადარიგო სკამზე ზიხარ? ამიტომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ თუნდაც რომელიმე დინამოდან.
ჟორა გაბრიჭიძე
23 დეკემბერი 2021 10:45
2
ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად: "მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია".

მოძებნოს მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ტრავმამედეგობას და კიდევ - სირბილის პრობლემა რომ აქვს ამაზე არავინ ლაპარაკობს: ისწავლოს მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა უკვე თავისი ყველა ფეხბურთელისგან ითხოვს და ისევ მრავალმილიონიან ფეხბურთელად გადაიქცევა და აღარც ყენიას და დანარჩენების ბედს გაიზიარებს.
Guja Kakhadze
23 დეკემბერი 2021 10:11
2
არ შეიძლება ვინმემ კომენტარი სთხოვოს აგენტს, ან ოჯახს, ან გიორგის თვითონ? ხომ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა ხდება მის თავს? ჩვენ ხომ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ და გვიყვარს ეს ბიჭი? ასე არ შეიძლება
გია
23 დეკემბერი 2021 10:04
0
გეთანხმებით ბატონო გია, ეს უდიდესი ტალანტია და მას მთელი სპორტული და არამარტო სპორტული საქართველო უნდა დაუდგეს გევერდში. ნუთუ დაგვავიწყდა, რომ ერთა ლიგაზე რამის მარტომ გაამარჯვებინა, რომ არა ტრამვა ევროპაზეც გაგვიყვანდა. ჯანმრთელობას და დიდ სპორტულ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის დამდეგ ახალ წელსაც და შემდეგ წლებშიც.
გიზოგ
23 დეკემბერი 2021 10:42
0
დროებით საქართველოში უნდა დაბრუნდეს. ბელგიური საჭმელი და ჰავა არ მოუხდა. სახლში 2-3 თვეში ჯანზე მოვა და ათამაშდება კარგად. ტექნიკა და საფეხბურთო აზროვნების უნარი არ იკარგება.
ქ. გ.
23 დეკემბერი 2021 09:44
6
რომ მობრუნდეს, აქ აღარ განაწყენდება და ივარჯიშებს? ან მერე წავა უფრო ძლიერ კლუბში? ეს ნაცნობი სცენარია. იძახდნენ ადრეც წამოვიდესო, მაგრამ თუ მეტად არ განვითარდა, რა აზრი აქვს წამოსვლას? ეგრე იყო პაპუნაშვილი და დღეს მისი კარიერა სადღაც ჭ ლიგაში გრძელდება
: )))))))
23 დეკემბერი 2021 09:54
0
ასე მგონია რომ ჭანტურიას ან ყენიას მიმართ დაწერილ სტატიას ვკითხულობ, არაფერი ახალი, ერთი და იგივე სინდრომი, ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში თამაში, მეორე სეზონზე ტრავმა, რეაბილიტაცია და შემდგომ ათასნაირი მიზეზი უთამაშებლობის. ძალიან სამწუხაროა, თუ გიორგიც იმედგაცრუება იქნება.
მერაბი
23 დეკემბერი 2021 09:27
1
ფეხბურთი აღარ მინდა კარატეზე უნდა შევიდეო..პატარაა ჯერ მაინც....სცადოს ბედი
მადრიდისტი
23 დეკემბერი 2021 09:03
9
სანიოლმაც ხომ გამოუშვა ბოლო თამაშის წინ რომ არ ვარჯიშობდა
ზურა
23 დეკემბერი 2021 08:43
0
წაიკითხეთ -

2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".
---

ბელგიელმა ვირთხებმა ქართველ ღორებთან მახინაცია გაიჩალიჩეს
Eseigi.
23 დეკემბერი 2021 05:42
4
არა მგონია მწვრთნელი ცდებოდეს. თავდადებული შრომის გარეშე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია. ვინც ახლოს იცნობთ, ურჩიეთ ოფლი ღვაროს.
გიორგი
23 დეკემბერი 2021 04:52
0
საბოლოოდ ისე გაიფარჩაკა თავისი კარიერა/დიეგო არმანდო მარადონამ/ ნატკოტიკებით, რომ ლაპარაკიც და სიარულიც კი უჭირდა.
სპორცმენი თანაც დიდი ფეხბურთელი, არ უნდა ეძალებოდეს, ნაკოტიკულ საშუალებებს.
23 დეკემბერი 2021 11:02
5
თავისი პროფესიული პიკის დროს, ყოველ დილით 12 კილომეტრს დარბოდა, დიეგო არმანდო მარადონა! აღარ ვიტყვი არაფერს, რობერტო კარლოსზე.
100%.
23 დეკემბერი 2021 07:30
1
ცოტა დაისვენოს და მერე ათამაშდება, გიო ტალანტია და თავის სათქმელს იტყვის
თენგაბი
23 დეკემბერი 2021 03:56
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული