"ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება..." - რუსი გულშემატკივრები

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურ დირექტორ რუსტამ საიმანოვის ნათქვამს, რომ თუკი 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე უარს ვერ იტყვიან, sports.ru-ზე რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება. ნაკრებში ძლიერად თამაშობს, "რუბინს" კი უბრალოდ რთული პერიოდი უდგას."

"რატომ არის 20? ეს ძალიან ძვირია, ზედა ზღვარი 5 მილიონი უნდა იყოს."

"5-ად გაყიდვას რა აზრი აქვს? ამ ფასად მოთამაშეებს თავად "რუბინი" ყიდულობს."

"ის სანაკრებო დონეზე ბევრ გოლს იტანს."

"გასულ წელს მისი ერთადერთი კარგი მატჩი შვედეთის წინააღმდეგ იყო."

"როცა ხვიჩას წასვლა უნდოდა, რატომ შეაჩერეს?"

"იგივე "ვესტ ჰემი" 20 მილიონს მარტივად გადაიხდის, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ  წავიდეს."

"მსოფლიო ფეხბურთში, სადაც პარედესი ორჯერ გაიყიდა (ჯერ "ზენიტში", შემდეგ პსჟ-ში) 40 მილიონზე მეტად, რატომ არ შეიძლება კვარაცხელია 20 მილიონი ევრო ღირდეს?"

altკვარაცხელიას "ევერტონში" ტრანსფერი შესაძლოა, რუსი მილიარდერის მეშვეობით გაიჩარხოს

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

alt"თუ 20 მილიონ ევროს შემოგთავაზებენ მის სანაცვლოდ?.." - "რუბინის" პრეზიდენტმა "კვარას" სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა აღარ ჩადგება ფორმაში სანამ
რუსეთშია. არ გაუშვეს ზაფხულში. პლიუს ამას ყველა თავის წილს ითხოვს ტრანსფერიდან, ქურდების ჩათვლით. მიხვდა რომ ძნელია რუსეთიდან თავის დაღწევა. ამიტომ პროტესტის გრძნოვა აქვს და აღარ იკლავს თავს გუნდისთვის თამაშით. იმედია მიხვდება გუნდი რომ ვერაფერს მოიგებენ, მაგრამ მეეჭვება. რუსეთიდან ჯერ არ დაუღწევია თავი არცერთ ქართველ ფეხბურთელს
აღარ ჩადგება სანამ რუსეთშია
13:36 15-01-2022
10
ინსტაგრამში გამოქვეყნებულ რუბინს ვარჯიშების ვიდეობზე ბოლო დღეებში ხვიჩა რატომღაც არ ჩანს
რობი
12:56 15-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული