გაღიმების გამო კაჭარავას "ანორთოსისის" დატოვება და სავარაუდოდ, პოლონეთში დაბრუნება მოუწევს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "ანორთოსისის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თანანაკრებელ გურამ კაშიასთან ერთად "აპოელის" მატჩს დაესწრო და "ომონიას" კარში გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი გოლისას გაიღიმა, რამაც ფამაგუსტური გუნდის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. goal.philenews-ი იტყობინება, რომ გაღიმების გამო კაჭარავას "ანორთოსისის" დატოვება მოუწევს.

გამოცემა იტყობინება, რომ ნიკა გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს და შეეცდებიან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასთან კონტრაქტი გაწყვიტონ, სანაცვლოდ კი მან კომპენსაცია უნდა მიიღოს. თუმცა, ქართველი ფორვარდი დიდხანს უგუნდოდ არ დარჩება, ვინაიდან ორი პოლონური კლუბი ეპატიჟება.

კაჭარავას კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელ თემურ ქეცბიასთან და კვიპროსის
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში "პაეკთან" სათადარიგო იყო. ის ადრე პოლონეთში "კორონასა" და "ლეხში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო, ხო წამოვიდეს ისევ პოლონეთში ხომ ბრდღვნიდა ყველაფერს?!
?!
28 დეკემბერი 2021 09:39
1
არაფერს აკეთებს, არ დარბის, ოფლი არ გამოსდის, ამხელა მაყუთს უხდიან ჯდომაში და აღარც გაიცინოს? ეგეთი ფულის დედაც ტოო!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 დეკემბერი 2021 01:46
0
არა უშავს, ზოგი ჭირი მარგებელიაო. აქ მაინც სათადარიგოთა სკამს ხეხავს. გადავიდეს ისეთ გუნდში სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.
muro
28 დეკემბერი 2021 01:41
0
მერე ჩრდ. კორეას დასცინიან,არადა ნახევარი დედამიწა ჩრდ. კორეაზე არანაკლები ნაცისტი,ფაშისტი და ტერორისტია.უბრალოდ დემოკრატიული ნოიღაბებით მოძრაობენ
საქართველო
27 დეკემბერი 2021 22:56
4
ანუ მამუკალაშვილიც უნდა გაეშვათ გუნდიდან ბითაძის სამქულიანი რო აღნიშნა?სრული სიგიჟე
გიორგი
27 დეკემბერი 2021 22:18
0
და რა მოხდა რომ გაიღიმა ? ანართოსისის კარში ხომ არ გაიტანა ქვილითაიამ გოლი ? აი ამ ამბიდანაც ჩანს რომ ბერძნები უმადური და ნაცისტი ხალხია @@
zura222
27 დეკემბერი 2021 18:44
1
უმადურიი?? და მადლიერები რაზე უნდა იყვნენ??
qartveli
28 დეკემბერი 2021 10:29
2

სიახლეები პოპულარული