წიტაიშვილი გერმანულ, ბელგიურ და ნიდერლანდურ ფეხბურთს მოერგება, თუმცა... - უკრაინელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა Footballhub-ის ეთერში გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა:

"ვფიქრობ, წიტაიშვილი კარიერის უკეთეს გაგრძელებას იპოვის, ვიდრე "სლოვანია". მას არ გაუმართლა. არ მჯერა, რომ ლუჩესკუმ წიტაიშვილი დაივიწყა. ამ ფეხბურთელს თამაშში ცვლილებების შეტანა შეუძლია.

დიახ, სადღაც არ გამოუვიდა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და აქვს დრო, რომ თავი გამოავლინოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ "დინამო" მას გუნდიდან გაუშვებს.

წიტაიშვილს შეუძლია გერმანულ, ბელგიურ და ნიდერლანდურ ფეხბურთს მოერგოს. შესაძლოა, თავად გიორგის სურს, კიეველებს თავი დააღწიოს. ვფიქრობ, ის "დინამოსთან"  ერთად საწვრთნელ შეკრებაზე წავა."

როგორც წიტაიშვილის სოციალური ქსელების
მეშვეობით ვიგებთ, შვებულების შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა. სლოვაკური კლუბის გარდა, გიორგის უნგრულ "ფეჰერვარსაც" უკავშირებენ.

altკვირკველიას წიტაიშვილის შეჩერება მოუწევს - საინტერესო კვირა

altწიტაიშვილისა და ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცის" მიმართ უკრაინულ მედიაში საკმაოდ დიდი ინტერესია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბელგია არა, მაგრამ ჰოლანდია მართლა დახატავდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული