"უმეტესობამ "ანორთოსისის" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა" - ქეცბაიასთან 8 ქართველიდან მხოლოდ ლორია დარჩა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნიკა კაჭარავა "ანორთოსისიდან" გაუშვეს, გიორგი ლორია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფამაგუსტის კლუბის განაცხადში დარჩა.

2019 წლის ზაფხულიდან, როცა თემურ ქეცბაია კლუბში დაბრუნდა, "ანტონის პაპადოპულოსზე" ქართველებს ერთი წარმომადგენელი ჰყავდათ. ამის შემდეგ მწვრთნელი ენდობა თავის თანამემამულეებს, მაგრამ უმეტესობამ "ანორთოსისის" მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

2019-20 წლების სეზონში, როდესაც ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყდა, ქეცბაიას 7 თანამემამულე გუნდში იყო - ლორია, მიქაია, დაუშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია, ანანიძე და კაჭარავა.

მომდევნო სეზონში მიქაია და ანანიძე "ანორთოსისს" დაემშვიდობნენ, კაჭარავა იჯარით იყო წასული. დანარჩენებმა თასის მოგებასა და ევროპის ლიგაზე გასვლაში მაქსიმუმი ჩადეს.

2021 წლის ზაფხულში ქვილითაია "გენტში" იყო, იქიდან კი "აპოელში" გადავიდა, სადაც ოქრიაშვილი-დაუშვილიც ჩაირიცხნენ. კაჭარავა "ლეხ პოზნანიდან" იჯარიდან დაბრუნდა, ნინუა კი უკანასკნელი ქართველი იყო, რომელიც "ანორთოსისმა" გაიფორმა.

ბოლო ორი უკვე წარსულშია, ლორია ქართველების უკანასკნელი წარმომადგენელია.

მომზადებულია Shootandgoal-ის მიხედვით

altგაღიმების გამო კაჭარავას "ანორთოსისის" დატოვება და სავარაუდოდ, პოლონეთში დაბრუნება მოუწევს

altქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ

altრაც კაჭარავამ ვერ შეძლო - შეიძენს ქეცბაია ქართველ ფორვარდს?

მკითხველის კომენტარები / 1 /
რითი ვერ დააკმაყოფილეს ყველაფერი არ უვარგოდათ თუ სხვა და სხვა რაღაცა დაწერეთ
შოკირებული გულშემატკივარი
12:26 29-12-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული